ლაგერფელდი ჯერალდინა ჩაპლინს ფილმში გადაიღებს

ლაგერფელდი ჯერალდინა ჩაპლინს ფილმში გადაიღებს

დიზაინერი და მოდის სახლ Chanel-ის კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფელდი კოკო შანალზე ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებს.

მთავარ როლს ლაგერფელდის სურათში ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი, ჯერალდინა ჩაპლინი შეასრულებს. ფილმში მოვლენები გასული საუკუნის 50-იან წლებში განვითარდება - როდესაც ფრანგული მოდის სახლმა Chanel-მა პოპულარობის მოპოვება აშშ-ში დაიწყო.

ცნობილია, რომ ფილმში რუპერტ ევერეტი და დანიელ დომბალიც მიიღებენ მონაწილეობას. სურათის გადაღებები პარიზში, ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება და სავარაუდოდ, სამი დღე გაგრძელდება. სურათის პრემიერა აშშ-ში, დალასში, 2013 წლის დეკემბერში გამართება.

ადრე კარლ ლაგერფელდმა კოკო შანელზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. მასში მთავარ როლს კირა ნაითლი ასრულებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება