ქაიროში შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ქაიროში შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

16 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მომხდარი შეტაკებების შედეგად. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, შეტაკება ისლამისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის პრეზიდენტ მოჰამედ მურსის ვიდეომიმართვას მოჰყვა, რომელშიც მან განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და დემონსტრანტებს მოუწოდა, პატივი სცენ არჩევნების ლეგიტიმურობას.

"ჩვენი ლეგიტიმურობა ტაჰრირის მოედანზე დაიწყო. არ დავუშვებთ, რომ კონფლიქტში ჩაგვითრიონ, მაგრამ ბოლომდე ერთად ვიდგებით", - განაცხადა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.

სწორედ დღეს იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც ეგვიპტის პრეზიდენტ მოჰამედ მურსის ქვეყნის არმიამ მისცა გადასადგომად. არმიის განცხადებით, თუ პრეზიდენტი არმიის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს არ შეასრულებს და არ გადადგება, არმია მზად არის "სისხლი დაღვაროს ეგვიპტელი ხალხის ტერორისტებისა და რადიკალებისგან დასაცავად".

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა