ნინი ბადურაშვილი - "ცოდოა ადამიანი, რომელიც ასეთ რაღაცებს აკეთებს"

ნინი ბადურაშვილი - "ცოდოა ადამიანი, რომელიც ასეთ რაღაცებს აკეთებს"

მომღერალ ნინი ბადურაშვილის ყოფილი მეუღლის, ირაკლი კუტალაძის ოჯახს წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება სურდა. ამის შესახებ ჟურნალი "სარკე" წერს. ჟურნალი ნინი ბადურაშვილთან 3 კვირის წინ ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. ნინი ირაკლი კუტალაძის ინტერვიუს შესახებ საუბრობს, რომლის დაბეჭდვაზეც ჟურნალმა უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით იგივე ინტერვიუ ჟურნალმა "თბილისელებმა" გამოაქვეყნა.

მომღერალი ყოფილ ქმარს გამწარებულ ადამიანს უწოდებს და ამბობს, რომ ეცოდება, პირადი ცხოვრება რომ გაასაჯაროვა.

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, გამწარებული ადამიანი რას იტყვის, მართალი გითხრათ, ცოტა მეცოდება. თუ არ ცხვენია, ასე რომ გაასაჯაროვა, პირადი ცხოვრება, დაე, დაიწეროს ყველაფერი, რაც უნდა და როგორც უნდა, ისე მოიქცეს, ვერაფერს ავუკრძალავ. ერთადერთს ვიტყვი, რომ ცოდოა ადამიანი, რომელიც ასეთ რაღაცეებს აკეთებს, გულით მეცოდება, სხვა რა კომენტარი გავაკეთო? ამ მდგომარეობაში რატომ უნდა განიხილო ჩემი პირადი ცხოვრების დეტალები ჟურნალ-გაზეთების საშუალებით? მე ვთვლი, რომ არ არის სწორი ამ ყველაფრის დაწერა. ის თუ თვლის, რომ ეს სწორია, კი ბატონო! თუ თვლის, რომ ეს კაცური საქციელია, კი ბატონო! არაფრის გარჩვას და განხილვას არ ვაპირებ. ორსული რომ გყავს ცოლი და რედაქციებში რეკავ და სტატიების დაწერას ითხოვ, ცოტა ცოდო ხარ“, - აცხადებს ნინი ბადურაშვილი "სარკესთან" საუბარში.

4 თვის წინ ნინი ბადურაშვილის საქართველოში დაბრუნებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამბობდნენ, ნინი ქმარს დაშორდა და თბილისშიც ამიტომ დაბრუნდაო. ახალგაზრდა მომღერალმა მოსკოვიდან დაბრუნება იმით ახსნა, რომ ფეხმძიმედ იყო და თან "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში უნდა ყოფილიყო.

რამდენიმე დღის წინ კი გამოქვეყნდა ნინი ბადურაშვილის ქმრის, ირაკლი კუტალაძის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ მას და ნინის 5 თვის განმავლობაში ერთი მესიჯიც კი არ გაუგზავნიათ ერთმანეთისთვის და ერთი მიზეზიც კი არა აქვს მეუღლესთან შერიგების. ირაკლი კუტალაძე ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ ნინი მასზე პიარის გამო გათხოვდა, თავად კი არასოდეს აინტერესებდა პოპულარობა.

იხილეთ ასევე: ”ნინი ბადურაშვილის ქორწინება სკანდალით დასრულდა - კვირაში ერთი საღამოც კი ვერ გამონახო ახლადმოყვანილი ცოლისთვის, რამდენად მოსაწონია?”

ირაკლი კუტალაძე - "ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი"

ი­რაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე ბედ­ნი­ე­რია, მის ინ­ტერ­ვი­უს ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა რომ მოჰ­ყვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება