თოჯინა ბარბი რეალურ ქალს დაემსგავსა

თოჯინა ბარბი რეალურ ქალს დაემსგავსა

რეალურ პროპორციებთან შეუსაბამობის გამო, თოჯინა ბარბი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ფემინისტები ხშირად აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ ბარბი ცხოვრების არაჯანსაღი წესის პოპულარიზებას ახდენს.

მხატვარმა და დიზაინერმა ნიკოლაი ლამმა ადამიანის რეალური ზომების შესაბამისი, 19 წლის თინეიჯერი გოგონას პროპორციების მქონე თოჯინა ბარბი შექმნა.

ნიკოლაიმ ახალი ბარბის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნა, რომელიც მეტი თვალსაჩინოებისათვის ჩვეულებრივი ბარბის გვერდით დააყენა.

თუ სტანდარტული თოჯინა ბარბის სხეულის გარშემოწერილობა არარეალური 36-18-33-ია, ნიკოლაის მიერ შემუშავებული ბარბის ზომები 32-31-33-ია. ცნობილია, რომ თოჯინა ბარბი რეალური ქალი რომ იყოს, ის ანორექსიით იქნებოდა დაავადებული.

"ჩემი ბარბის პროექტი გააკრიტიკეს. აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ თოჯინაა. ადამიანები ირწმუნებიან, რომ თოჯინას ზიანის მიყენება არ შეუძლია. არადა, უნდა ვაღიაროთ, რომ თოჯინა ბარბის ახალგაზრდა გოგონებზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. გარდა ამისა, ჩემს მიერ შექმნილი ბარბის პროპორციები გაცილებით უფრო ლამაზად გამოიყურება", - აღნიშნა ნიკოლაიმ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს