ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი დაკავებულია

ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი დაკავებულია

ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, არმია ამ ფაქტს უკვე ადასტურებს. დაკავებამდე მურსი თავდაცვის სამინისტროს შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი. ეგვიპტის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანთა განმარტებით, გადაყენებული პრეზიდენტი მისი მისამართით არსებული ბრალდებების გამო დაკავებულია.

ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტი მუჰამედ მურსი თანამდებობიდან გუშინ გადააყენა, კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ადლი მანსურს დააკისრა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ "მუსულმანთა საძმოს" წარმომადგენლების დაკავება დაიწყო. დაკავებული არიან "მუსულმანთა საძმოს" ლიდერი მუჰამედ ბადია და ეგვიპტის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

პრეზიდენტ მუჰამედ მურსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ეგვიპტეში 30 ივნისს დაიწყო. პროტესტი მალე მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. მოსახლეობა მურსის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო უკმაყოფილოა. ოპოზიცია კი პრეზიდენტს და "მუსულმანთა საძმოს" ხელისუფლების მონოპოლიზებაში ადანაშაულებს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა