ეგვიპტეში მიტინგის მონაწილე 91 ქალი გააუპატიურეს

ეგვიპტეში მიტინგის მონაწილე 91 ქალი გააუპატიურეს

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში პრეზიდენტ მუჰამედ მურსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. როგორც გამოცემა Daily Mail წერს, ტაჰრირის მოედანზე 4 დღის განმავლობაში მიტინგის 91 მონაწილე ქალი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას ემსხვერპლა.

ინციდენტები მოედანზე მაშინ მოხდა, როდესაც მილიონობით მოქალაქე ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა. ქალებს თავს კრიმინალთა ჯგუფი დაესხა. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, 4 დაზარალებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, 2 მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.  

მათ, ვინც გაუპატიურებას გადაურჩა, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა - ქალებს რკინის ჯაჭვით, ჯოხებითა და სკამებით სცემეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები დანაშაულს გმობენ და მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

"ნათელია, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ძალადობას - ეგვიპტელ ქალებს ფიზიკურად საზოგადოებრივ ადგილებშიც უსწორდებიან", - ამბობს ჯო სტორკი, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს