სამთაწყაროში ხოჯას ოჯახზე თავდასხმის შემდეგ ზეწოლა დაიწყო

სამთაწყაროში ხოჯას ოჯახზე თავდასხმის შემდეგ ზეწოლა დაიწყო

სამთაწყაროში, მუსლიმთა პარასკევის ტრადიციულ ლოცვას სოფლის ხოჯა, სულიკო ხოზრევანიძე და მისი ოჯახის წევრები არ დაესწრებიან. ხოჯას თქმით, მის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა დაიწყო. "მას შემდეგ რაც ჩემს მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩემთან სახლში 15 -მდე ადგილობრივი მოვიდა და მომთხოვეს პასუხი, დავესწრებოდით თუ არა მე და ჩემი შვილები პარასკევის ლოცვას. ჩვენ ვუთხარით, რომ ლოცვაზე აღარ გავიდოდით, სხვა გზა არ გვაქვს. მათ მოგვთხოვეს, სახლის ეზოში არავინ შემოვუშვათ, მათ შორის არც ჟურნალისტები", - განაცხადა სულიკო ხოზრევანიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმთა სამმართველომ სოფელში სამლოცველო სახლის გასახსნელად შენობა იყიდა. 

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა