ერთსქესიან ქორწინებაზე პირველი მულტფილმი გადაიღეს

ერთსქესიან ქორწინებაზე პირველი მულტფილმი გადაიღეს

ანიმაციური ფილმი Boxtrolls შეიძლება გეებისა და ლესბოსელების მიმართ ტოლერანტულ პირველ მულტიპლიკაციურ ფილმად ჩაითვალოს.

ფილმის ტიზერის გამოსვლა გასულ კვირას, სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვის ყველაზე მასშტაბურ და გახმაურებულ მოვლენებს დაემთხვა. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანი ქორწინება ლეგალურად ცნო.

მულტფილმი პატარა ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს, ის მიწისქვეშა არსებების არატრადიციულ ოჯახში იზრდება, რომლებიც მუყაოს ყუთებში ცხოვრობენ. "ოჯახები არსებობენ განსხვავებული ფორმის და სიდიდის - სწორკუთხოვნებიც კი", - აცხადებს მთხრობელი.

"ჩვენ არ ვართ გეების მოძრაობის აქტივისტები. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ ვიყოთ ისინი, რანიც ვართ. ყველა მხატვარს აქვს თავისი აზრი და საკუთარი შეხედულება სამყაროზე. ჩვენ გვსურს, თამამი და განსხვავებული ფილმები შევქმნათ, რომლის მეშვეობითაც რაღაც გააზრებულის თქმა შეიძლება",  - აცხადებს ტრევის ნაიტი, Laika Studios-ს პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი.

ფილმი ალან სნოუს სათავგადასავლო-ფანტასტიკური ჟანრის რომანის "აქ იყავით მონსტრების" მიხედვითაა გადაღებული. მულტფილმს ბენ კინგსლი, საიმონ პეგი და ტრეისი მორგანი ახმოვანებენ. პირველი მულტიპლიკაციური სურათი ერთსქესიან ქორწინებაზე 2014 წლის სექტემბერში გამოვა.

მომზადებულია zimbio.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს