ეკა კვალიაშვილი - "თბი­ლი­სი სა­გო­ი­მე­თად აქ­ცი­ეს"

ეკა კვალიაშვილი - "თბი­ლი­სი სა­გო­ი­მე­თად აქ­ცი­ეს"

რამ­დე­ნი­მე თვის წინ პრო­ექტ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი­დან" მა­ყუ­რე­ბელ­მა ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი ნუ­კა გვა­ლია გა­იც­ნო.­ ნუ­კა ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი­ა. ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მა­რი სწო­რედ ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი­ა.

- ეკა, აქამ­დე არა­ვინ იცო­და თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ, რა­ტომ არ გა­მოგ­ყავ­დათ ის თუნ­დაც სა­კუ­თარ კონ­ცერ­ტებ­ზე?

- ნუ­კა ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის, მაგ­რამ არ უნ­დო­და ხალ­ხში გა­მო­ჩე­ნა, ამ­ბობ­და, პო­პუ­ლა­რო­ბა არ მინ­და­ო. ერ­თხელ ვუთხ­ა­რი, ჩემს კონ­ცერ­ტზე უნ­და გა­მო­გიყ­ვა­ნო-­მეთ­ქი და მტკი­ცე უა­რი მითხ­რა. მან ყო­ველ­თვის იცო­და, რომ მაგ­რად მღე­რო­და. თა­ვის­თვის ოთახ­ში იჯ­და და მე­ცა­დი­ნე­ობ­და. ვი­ცო­დი, რომ ბუ­ნე­ბა არ გა­ა­ჩე­რებ­და და თა­ვად გა­დაწყ­ვეტ­და სცე­ნა­ზე გას­ვლას. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მითხ­რა, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" კას­ტინ­გზე გავ­დი­ვა­რო. ნუ­კას გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მხა­რი და­ვუ­ჭი­რე. გა­ვი­და კას­ტინ­გზე და ფი­ნალ­შიც მოხ­ვდა.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რი პრო­ექ­ტის დაწყ­ე­ბი­სას მა­ყუ­რე­ბელ­მა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა, თქვენ პრო­ფეს­ი­ო­ნალ შე­მად­გენ­ლო­ბად მი­იჩ­ნევთ ამ სა­მე­ულს?

- ზა­ზა შენ­გე­ლი­ას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, ნამ­დვი­ლი მე­ლო­მა­ნი­ა, მის შე­ფა­სე­ბებს ყუ­რადღ­ე­ბით ვუს­მენ. ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი კარ­გი მომ­ღე­რა­ლია და ამა­ვე დროს ლა­მა­ზი­ა, ბუ­ნე­ბით ეს­თე­ტი ვარ და მსი­ა­მოვ­ნებს, მას რომ ვუ­ყუ­რებ. მი­შა მშვილ­და­ძე სულ იცი­ნის, ვე­ნაც­ვა­ლე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ამ­ბო­ბენ, ეკა ზა­ზას­თან მე­გობ­რობ­სო. მე­გობ­რო­ბა მე სხვა­ნა­ი­რად მეს­მის, ჩემს მე­გობ­რებ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს, ბავ­შვო­ბი­დან რომ იც­ნობ და საქ­მე რომ გა­კავ­ში­რებს ადა­მი­ან­თან, ეს მე­გობ­რო­ბას არ ნიშ­ნავს, ჩემი და ზა­ზას ნაც­ნო­ბო­ბას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო კონ­კურ­სთან. კონ­კურ­სი რამ­დე­ნი­მე თვე მიმ­დი­ნა­რე­ობდა, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხან ცუ­დად იყვნენ, ხან ემ­ღე­რე­ბოდათ და ხან არა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ღუ­პა მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლის 28 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც დი­დი ტკი­ვი­ლი მოგ­ვა­ყე­ნა. სწო­რედ იმ დღეს ას­რუ­ლებ­და ნუ­კა მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლის სიმ­ღე­რას. მაგ­რამ, დი­დი სტრე­სის მი­უ­ხე­და­ვად, კარ­გად გა­არ­თვა თა­ვი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობდი, ხე­ლი შე­მეწყო ყვე­ლა­ფერ­ში და მხო­ლოდ კონ­კურ­სზე ყოფილიყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სიცხ­ი­ან­საც უმ­ღე­რია რამ­დე­ნი­მე ტურ­ზე. 38 გრადუსი ჰქონ­და ტემ­პე­რა­ტუ­რა სტივ უან­დე­რის ტურ­ზე. რო­ცა გა­მო­აცხ­ა­და, რა უნ­და ემ­ღე­რა, ლა­მის გუ­ლი წა­მი­ვი­და ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან, მაგ­რამ და­ამ­ტკი­ცა, რომ შე­უძ­ლი­ა.

- თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში არის რა­მე სი­ახ­ლე?

- იმ­დე­ნი ახა­ლი რამ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ნე­ტა ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მამ­ღე­რა. ჩემ­თვის ჯერ ნუ­კა არის მთა­ვა­რი: ის დე­დო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, მე - ბე­ბი­ო­ბის­თვის და ეს მა­გა­რი შეგ­რძნე­ბა­ა. დღეს ვი­ყა­ვით მა­ღა­ზი­ა­ში მე, ნუ­კა და ჩე­მი სი­ძე ნი­კუ­შა. ნუ­კამ გო­გო­ნე­ბის სა­მო­სის არ­ჩე­ვა და­იწყ­ო, ნი­კუ­შამ - ბი­ჭე­ბის სა­თა­მა­შო­ე­ბის... ვუთხ­ა­რი, ღმერ­თი რა­საც მოგ­ვცემს, ის იქ­ნე­ბა-­მეთ­ქი. ჯერ პა­ტა­რას სქე­სი არ ვი­ცი, ნუ­კას აქ­ტი­უ­რად და­ვეხ­მა­რე­ბი მის აღ­ზრდა­ში.

- რა­ტომ არ გა­აგ­რძე­ლეთ კა­რი­ე­რა რუ­სეთ­ში?

- ორ­ჯერ ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი მოს­კოვ­ში. ზაფ­ხუ­ლო­ბით ყვე­ლა თავს არი­დებს რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქს და ქა­ლაქ­გა­რეთ გა­დის, მე რა­ტომ უნ­და ვიჯ­დე იქ? ამი­ტომ წა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- მახ­სოვს, მკაც­რად გა­გაკ­რი­ტი­კეს რუ­სეთ­ში წას­ვლის გა­მო...

- მე­ცი­ნე­ბა ამ შე­ფა­სე­ბებ­ზე. ვინ უნ­და გან­მსა­ჯოს? ყვე­ლა დამ­შვიდ­დეს და დაწყ­ნარ­დეს, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით იცხ­ოვ­როს. 1941 წელს ჩვე­ნი მომ­ღერ­ლე­ბი ქარ­თველ მე­ომ­რებს კონ­ცერ­ტებს უმარ­თავ­დნენ ფრონ­ტის წი­ნა ხაზ­ზე. მე რუს ჯა­რის­კა­ცებს ვუმ­ღე­რე, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეთ­-მეთ­ქი, თუ რა? ვინც ფიქ­რობს, რომ ჩემ­ზე პატ­რი­ო­ტი­ა, გა­მე­ჯიბ­როს სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­ში. ისევ ხე­ლოვ­ნე­ბა თუ გა­ა­ერ­თი­ა­ნებს ერებს. ეტყ­ო­ბა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ ამას, ჩე­მი სიმ­ღე­რა 35 წე­ლია უყ­ვარს ხალხს, ტაშს მიკ­რავს. მე­ნატ­რე­ბა მათ­თან შეხ­ვედ­რა. მომ­ღე­რა­ლი იმის­თვის ხარ, რომ შე­ნი და­დე­ბი­თი ემო­ცია ლა­მა­ზად გა­დას­ცე დარ­ბაზს და მად­ლო­ბა უთხ­რა იმ ხალხს, ვინც ტაშს გიკ­რავს.

- ალ­ბათ, მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნეთ ის პე­რი­ო­დი, რო­ცა კონ­ცერ­ტებ­ზე არ გიწ­ვევ­დნენ და ე.წ. შავ სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდით...

- ვი­ცო­დი, რომ მოთ­მი­ნე­ბა უნ­და გა­მო­მე­ჩი­ნა, გა­ვი­დო­და ის დრო, რო­ცა ვიბ­ლო­კე­ბო­დი. მე არ ვი­ყი­დე­ბი და ეს დროც მო­ვი­და. ჩემს ბუ­ნე­ბა­ში შუ­რი და ბოღ­მა არ ზის, წყე­ნა უცებ გა­მივ­ლის. ბოღ­მა, შუ­რი, სიბ­რა­ზე - ნა­ო­ჭებს აჩენს, აბე­რებს ადა­მი­ანს, ამი­ტო­მაც თავს ვი­კა­ვებ ამ ყვე­ლაფ­რის­გან. მე ღია გულით ვცხოვ­რობ, ჩე­მი გუ­ლი ღი­ა­ა, პირ­ველ რიგ­ში, ღმერ­თის­თვის და მე­რე - კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მი­მი­ტე­ვე­ბია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ცუ­დი გა­მი­კე­თა. ღმერ­თის ეში­ნო­დეთ! არ მოვ­ყვე­ბი, რა გა­და­ვი­ტა­ნე, შუ­რი­ან ხალხს კი არ გა­ვა­ხა­რებ! იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი გა­ხა­დეს და სა­გო­ი­მე­თად აქ­ცი­ეს თბი­ლი­სი, რომ მათ კონ­ცერ­ტზე არ გა­ვი­დო­დი, მუხ­ლის ჩო­ქით რომ დამ­დგა­რიყ­ვნენ. ქვე­ყა­ნა რე­ა­ნი­მა­ცი­ის სტა­დი­ა­ში­ა, ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თი უნ­და უყ­ვარ­დეთ. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ზე" ისეთ ბოღ­მი­ან კო­მენ­ტა­რებს წე­რენ, ვგიჟ­დე­ბი. ა­და­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა და აზ­როვ­ნე­ბის დო­ნე ძა­ლი­ან და­ცე­მუ­ლი­ა. რა­ტომ უნ­და ლან­ძღო სხვა? ეტყ­ო­ბა, ოჯახ­ში უყუ­რე­ბენ ეს ბავ­შვე­ბი ზიზღს!

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება