ნინო ჭანტურაია - "ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით"

ნინო ჭანტურაია - "ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით"

ტელეკომპანია "იმედზე" დღის საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკას" მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი წამყვანი ნინო ჭანტურაია უძღვება, რომელიც წლების განმავლობაში "პირველი არხიდან" "მოამბის" მეშვეობით აცნობდა სიახლეებს მაყურებელს. ნინო სამი შვილის დედაა, უფროსი 15 წლის ჰყავს, პატარა კი 6-ისაა. მართალია, გადატვირთული დღის რეჟიმი აქვს, მაგრამ მისი ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ ცომეული და ამიტომ ამბობს, რომ მასაც მოსწონს ფქვილთან თამაში. თურმე მეუღლეს არ სიამოვნებს, როცა ნინო მასზე საუბრობს, მიუხედავად ამისა, მაინც გვითხრა, რომ საკმაოდ მოსიყვარულე და თბილი ქმარი ჰყავს, რომელიც ასაკით მასზე უფროსია და მისგან ბევრ რამეს სწავლობს.

- დილა იწყება მაღვიძარათი 8 საათზე, თუმცა 8-ის ნახევარზე თავადაც ვიღვიძებ, რადგან არ მიყვარს დაგვიანება. მოგეხსენებათ, პირველი ეთერი 11 საათზე მაქვს, მანამდე მომზადებაც ხომ მინდა, ამიტომ ყველაზე გვიან სამსახურში 9 საათზე მივდივარ ხოლმე, ხან ყავის დალევასაც ვერ ვასწრებ, ისე გავრბივარ სახლიდან. ტელევიზიაში მისვლისთანავე იწყება ჩემი მოწესრიგება - მაკიაჟი და ვარცხნილობა, შემდეგ ვიწყებ ჟურნალისტებთან მუშაობას, ახალ ამბებში ჩართვას და ტექსტების წერას. მოგეხსენებათ, ამ გარდამავალ პერიოდში ძალიან დატვირთული და აქტიური პოლიტიკური ცხოვრება გვაქვს, პატარა შეცდომის დაშვებაც კი არ შეიძლება, მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდება დიდი პასუხისმგებლობაა და სიმართლე გითხრათ, ამ პასუხისმგებლობისგან უფრო ვიღლები, ვიდრე დაკისრებული სამუშაოს შესრულებისგან. როდესაც წამყვანი ხარ და შენ აწვდი ინფორმაციას, მაყურებელი შენგან ითხოვს ოპერტიულობასაც და გადამოწმებულ ინფორმაციასაც, მეც ყველანაირად ვცდილობ დავაკმაყოფილო ყველა ის კრიტერიუმი, რაც ჟურნალისტს და წამყვანს მოეთხოვება. ბოლომდე უნდა ვიყო დარწმუნებული ინფორმაციის სისწორეში, ობიექტურობაში, რომ ის პირდაპირ ეთერში გავაჟღერო. თუ ჩემთვის რაიმე ამბავი გაუგებარია, მაშინვე ვიწყებ გარკვევას, სხვა შემთხვევაში ყველანაირად ვცდილობ, არ გამოვაცხადო ის ინფორმაცია ღია ეთერში. მართალია, ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით, მაგრამ ვერ გავექცევით იმას, რაც ხდება. პოლიტიკურ ამბებს უფრო ცივი გონებით აღვიქვამ, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევების მოსმენისას ემოციებს ვერ ვმალავ, განსაკუთრებით, როცა ეს ბავშვს ეხება. ბოლო დროს ყველაზე დიდი შოკი ფარულმა ვიდეოჩანაწერებმა განმაცდევინა, ეს რთულად აღსაქმელი იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ქუჩაში რომ მხვდებიან, მეკითხებიან, ნინო, რა არის ახალი და კარგი, როდის მოგვაწვდი დადებით ინფორმაციასო. მთელი დღის განმავლობაში ძალიან დიდ ინფორმაციას ვიღებ, მარტო ერთ გამოშვებაში 40-ზე მეტ ახალ ამბავს ვაცნობთ მაყურებელს, მაგრამ საღამოს საინფორმაციო გადაცემის მთავარ გამოშვებას მაინც ვუყურებ ისევ და ისევ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, თორემ ჩემთვის ტელევიზორი განტვირთვის საშუალება ნამდვილად არ არის (იღიმის).

იმიჯი და საყიდლები...

- როდესაც სამსახურში არ ვარ, ვცდილობ, თმა და სახის კანი დავასვენო. მოგეხსენებათ, სატელევიზიო მაკიაჟი საკმაოდ მძიმეა, ამიტომ არასამუშაო დღეებში მხოლოდ ტუშითა და "რუმიანით" შემოვიფარგლები, ჩაცმულობის თვალსაზრისით კი მონატრებულ, თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან სამსახურიდან გამომდინარე, უფრო კლასიკურად მიწევს შემოსვა. ჩვენს საეთერო ჩაცმულობაზე ავთანდილი ზრუნავს, თუმცა პირადი გარდერობიდანაც ვავსებთ ხოლმე, მაყურებელი ყოველთვის აქცევს ყურადღებას ჩაცმულობის დეტალებს.

... არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ მიყვარს შოპინგი და როცა ამის საშუალებაა და მიწევს საზღვარგარეთ გამგზავრება, ვცდილობ, იქ შევიძინო სასურველი ნივთები, თუმცა ქართულ ბაზარზეც არ ვამბობ უარს, როცა მჭირდება, თბილისშიც მშვენივრად ვყიდულობ საჭირო ნივთებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები