თურქეთში საპროტესტო აქციისას 12 ჟურნალისტი დაშავდა

თურქეთში საპროტესტო აქციისას 12 ჟურნალისტი დაშავდა

სტამბულში დღევანდელი საპროტესტო აქციის მსვლელობისას, რომელიც სამართალდამცველებმა აღკვეთეს, 12 ჟურნალისტი დაშავდა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. აქციის განმავლობაში პოლიციამ 60-მდე ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი უცხოელია, რომლის წარმომავლობაც არ კონკრეტდება და ორი ჟურნალისტი.

ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია სტამბულის ცენტრში გუშინ დაიწყო. ტაქსიმის მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. გეზის პარკისკენ დემონსტრანტების მსვლელობა პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით აღკვეთა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა