"დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის გამო სამი პირი დააკავეს

"დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის გამო სამი პირი დააკავეს

"დინამო არენასთან" გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, სამართალდამცველებმა ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს. როგორც შემთხვევის ადგილზე "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის წევრებმა განუცხადეს, დაკავებულები არიან ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია.

სტადიონის "ვიპ" გასასვლელთან აღნიშნული ორგანიზაციის აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს.

აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ გზის სავალი ტერიტორია დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადავიდნენ, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე დაწოლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება გუშინდელ თამაშზე რუსი დეპუტატების ყოფნას. "საქართველოს ზოგი მოქალაქე დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით ამბობდა, რომ სპორტი განსხვავდება პოლიტიკისგან, თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს, თუ პოლიტიკისგან განსხვავდება, რატომ იყვნენ მატჩზე რუსეთის დუმის დეპუტატები, რატომ არის, რომ მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი არის რუსეთის ამჟამინდელი გენერალი. ჩვენ გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს აქ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ლანძღავენ", _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ