კიმ კეტროლი - ”ზოგჯერ თავს მარტოსულად ვგრძნობ”

კიმ კეტროლი - ”ზოგჯერ თავს მარტოსულად ვგრძნობ”

მსახიობი კიმ კეტროლი, რომელიც საზოგადოებამ ფილმით "სექსი დიდ ქალაქში" გაიცნო, გამოცემა London Evening Standart-ის ახალი ნომრის მთავარი გმირი გახდა. ვარსკვლავმა ჟურნალთან გულახდილად ისაუბრა საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ვარსკვლავის დანახვისას იმედგაცრუებული დარჩა. ის სექს-სიმბოლოსთან შეხვედრისთვის ემზადებოდა, მის წინაშე კი თვალისმომჭრელი, თუმცა მელანქოლიური 56 წლის ქალი წარსდგა.

სექსის შესახებ:

"სექსი იბადება გონებაში და სხვაგან არსად. ყველაფერი აქედან იწყება. "კი" თუ "არა" - ამას დანახვიდან პირველ სამ წამში ვწყვეტთ. არ მგონია, რომ სექსუალურობას "ვარგისიანობის ვადა" აქვს - ის არ არის დამოკიდებული ასაკზე. სექსუალურობა ეს არის თავდაჯერებულობა."

რატომ გახდა მსახიობი:

"იმ ადამიანის ტკივილის და განცდების გაგება მსურდა, რომელიც სასოწარკვეთილებაში იყო, მსურდა სხვისი სიხარულის განცდა."

"არსებობს ისეთი როლები, რომლების მიღება ჰოლივუდში ასაკოვან მსახიობებს უჭირთ. ასეთი როლების უმეტესობა მიშელ პფაიფერს ხვდება. ის შესანიშნავი მსახიობია - ვაღიარებ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, პირველი რომ ვყოფილიყავი ამ სიაში, როლებს მაინც შევარჩევდი."

მარტოობის შესახებ:

"დიახ, ზოგჯერ თავს მარტოსულად ვგრძნობ და ეს ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ახალგაზრდობაში მარტოობა გაცილებით უფრო მიჭირდა."

"ჯერჯერობით არ ვიცი, გავთხოვდები თუ არა. ასეც კარგად ვგრძობ თავს. საკმარისად ბევრჯერ ვიყავი გათხოვილი."

სიბერის შესახებ:

"ვფიქრობ, ქალების უმეტესობას სიბერის შესახებ ფიქრი არ სურთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არასასიამოვნოა, არამედ იმიტომ, რომ სიბერე იმის მაჩვენებელია, თუ რისი მიღწევა შეძლეს ცხოვრებაში. მე ამის არ მრცხვენია. მე ლივერპულიდან ვარ და ჩვენ არ აღვიქვამთ ასეთ საკითხებს სერიოზულად. სწორედ აქედანაა ჩემი იუმორიც და თვითგადარჩენის ინსტიქტიც".

მომზადებულია London Evening Standart-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება