ირაკლი ალასანია - იმ ახალგაზრდების ასაკში რომ ვიყო, ალბათ მეც გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას

ირაკლი ალასანია - იმ ახალგაზრდების ასაკში რომ ვიყო, ალბათ მეც გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას

იმ ახალგაზრდების ასაკში რომ ვიყო, საპროტესტო აქციაში ალბათ მეც მივიღებდი მონაწილეობას და გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისივე განმარტებით, ქართველ საზოგადოებას სწორად აქვს გაიგივებული რუსი პოლიტიკოსები და სამხედრო შეიარაღებული ძალები.

"ეს ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ამავდროულად, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის გაუმჯობესებას მხარს უჭერს 70 %-ზე მეტი, სხვა გზა და ალტერნატივა არ გაქვს, მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან უნდა გვქონდეს სწორი დამოკიდებულება. ურთიერთობა საიდანღაც ხომ უნდა დაგვეწყო? ვფიქრობ, დავიწყეთ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობებით, ამას მიესალმენ ნატოც და სხვა ორგანიზაციებიც. სპორტი პოლიტიკის მიღმაა. კარგია, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტზე ლაპარაკი რომ დასრულდა... იმ ახალგაზრდების ასაკში რომ ვიყო, ამ საპროტესტო აქციაში ალბათ მეც მივიღებდი მონაწილეობას და გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას, მაგრამ პოლიტიკოსებს და საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში წვლილი შეაქვთ, ამ საკითხზე მსჯელობისას უფრო მეტი დაფიქრება და წინდახედულება მართებთ", - აცხადებს ალასანია.

რაც შეეხება "დინამო არენასთან" მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულ ახალგაზრდებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, არ იცის, რა სამართლდარღვევა ჩაიდინეს მათ, თუმცა დარწმუნებულია, რომ მალე გაათავისუფლებენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა