მამუკა ლომაშვილი: "მე მიშას ვაჯობე!"

მამუკა ლომაშვილი: "მე მიშას ვაჯობე!"

პრეზიდენტ სააკაშვილს არაერთი პაროდისტი ჰყავს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი მამუკა ლომაშვილი იყო, რომელიც არც ისე ცუდად ართმევს ამ საქმეს თავს. მამუკა შარშან დაქორწინდა, ნოემბერში კი პატარას ელოდება და მამობისთვის ემზადება. ამასთან, მუშაობს საბავშვო თეატრ-სტუდიაში, რომელიც გლდანში, 39-ე საჯარო სკოლაში, 2007 წელს თავად დააარსა. ძალიან უყვარს ბავშვებთან მუშაობა და მათთან ერთად ბევრ საინტერესო საქმეს აკეთებს, რაც მთავარია, ახლგაზრდებს თეატრსა და სცენას აყვარებს. ამბობს, რომ ძალიან ლამაზი შემოქმედებითი ცხოვრება აქვს... რადგან მის პერსონაჟს ცოტა ხანში პრეზიდენტობის ვადა ეწურება, "ამბები.გე" დაინტერესდა, რას განიცდის ამ დროს მამუკა, როგორც პრეზიდენტის პაროდისტი. 

- მამუკა, შენს პერსონაჟს პრეზიდენტობის ვადა ეწურება... შენ რას აპირებ?

კიდევ გააკეთებ მის პაროდიას?

- ცოტა ხნის წინ რომ არ ჩატარებულიყო "იუმორინას" კონცერტი, ალბათ კარგა ხნის გაუკეთებელი მექნებოდა მიშას პაროდია, რადგანაც ასე ემართებათ ხოლმე შავ სიაში შეყვანილებს.

მიშამ იკითხოს, თორემ მე ისევ თავაწეული ვივლი, როგორც აქამდე დავდიოდი. ვადა მე კი არა, მას ეწურება... ცოტა ხნის წინ დიდ საკონცერტო დარბზში, "იუმორინას" კონცერტზე, სცენაზე რომ ავედი, მაყურებელი უდიდესი სიყვარულით შემხვდა. ტაში და ოვაციები არ წყდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე მიშას ვაჯობე! დაეჯერებინა მათთვის, ვინც წესირი ცხოვრებისკენ მოუწოდებდა, ყოველი ჩვენი კონცერტიც კი ამის დასტური იყო, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ.

- თავიდან რას გრძნობდი, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის იმიტაცია დაიწყე? რა იყო ეს შენთვის?

- სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი არ იყო, როდესაც მისი იმიტაცია დავიწყე. მაშინ ის იუსტიციის მინისტრი იყო. პოპულარულები კი ორივე ერთდროულად გავხდით.

- და მერე რა მოხდა?

- ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. უზომოდ პოპულარული გავხდი, რადგანაც ფილარმონიაში მომიწია გამოსვლამ, - ჯერ "ღამის შოუს" კონცერტებზე, შემდეგ "იუმორინაზეც" გამოვედი.

- მოგწონდა მიშა? ანუ ადამიანი, ვის პაროდიასაც აკეთებდი...

- მიშა არ მომწონდა! ეს ყველას უკვირდა და მსაყვედურობდნენ... მაგრამ მეორეც არის, ის, როგორც ჩემი გმირი, დღემდე ძალიან მიყვარს, რადგანაც მასზე დიდი ამაგი მაქვს...

- თავიდან არა, მაგრამ მოგვიანებით, შენი პერსონაჟი საზოგადოების სალანძღავი პერსონა გახდა. ადამიანები მის მიმართ საჯაროდ საყვედურებსა და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ...

- ის ლანძღვა მე კი არა მიშა ეკუთვნოდა, რაც ერთი მხრივ, არასასიამოვნო ფაქტი იყო. მაგრამ რა, არასწორად ლანძღავდნენ?! თუმცა თავიდანვე ვიცოდი, ვის პაროდიასაც ვაკეთებდი. ის რომ მიშა არ მომწონდა, ამის მიხვედრა ძნელი არ არის, თუ ჩემს ნებისმიერ გამოსვლას ნახავთ...

- პირისპირ არასდროს გინახავს?

- კი, ერთხელ ვნახე, მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო, მე კი ერთ-ერთი ახალგაზრდული ორგანიხზაციის თავმჯდომარე. ხომ ვთქვი, რომ იმ პერიოდისთვის ჩემი პაროდია, მხოლოდ ვიწრო წრეში იყო ცნობილი.

- ალბათ, ძნელი უნდა ყოფილიყო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანისთვის, ამ შემთხვევაში შენთვის, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის იმიტაცია...

- ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ან ახლა ოპოზიციონერი ვიყავი და ვარ ...

- აბა, სააკაშვილის მხარდამჭერი ხარ?

- მოვლენებს რეალურად ვაფასებ. მისი მხარდამჭერი არც მაშინ ვიყავი და არც ახლა ვარ. ვიმეორებ, რეალისტი ვარ...

- შენი პერსონაჟის რა თვისება მოგწონს და რა - არა?

- ჩემ მიერ გაკეთებული პრეზიდენტის პაროდია რეალური პრეზიდენტისგან ნამდვილად განსხვავდება... მიშაში ის მომწონს, თუ როგორ იტყუება, როგორ იგონებს ზღაპრებს და როგორ სჯერა მერე თავისი გამოგონილი ზღაპრების... საოცრად არ მომწონს ის, რომ ამ ადამიანს ქართველი ხალხის ბედი ებარა და აბარია!..

- ბოლოს, "იუმორინაზე" "შენი მიშა" თავის სინდისს ელაპარაკებოდა...…

- ჰო, იმ ნომერში ის თავის სინდისთან ლაპარაკობს, რომელიც ახლოს საერთოდ არ გაიკარა და არც უნდა, რომ გაიკაროს იმიტომ, რომ სინდისის გარშე ადვილია ცხოვრება და მღერის ასეთ სიმღერას:”დელი დელი დელასა,/ ვცდილობ თავის შველასა...”

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება