სოფია სებისკვერაძე - "ჯერ არ მიმუშავია ისეთ ფოტოგრაფთან, რომ დამაჯეროს და მომაწონოს"

სოფია სებისკვერაძე - "ჯერ არ მიმუშავია ისეთ ფოტოგრაფთან, რომ დამაჯეროს და მომაწონოს"

ამჯერად მსახიობ სოფია სებისკვერაძის "ფეისბუქის" ფოტოები დავათვალიერეთ და ერთ-ერთი ყველაზე თამამი ამოვარჩიეთ. რეჟისორ გიორგი ლიფონავას რჩეულ გოგონას დღეს ფოტოგრაფიაზე, ფოტოსესიასა და კომპლექსებზე ვესაუბრეთ.

- სოფია, რა დამოკიდებულება გაქვს ფოტოსესიასთან, გიყვარს?

- არა. უფრო დოკუმენტური ფოტოები მიყვარს, ალბათ ამიტომაც არ მაქვს ბევრი დადგმული ფოტო.

- ეს კომპლექსია, როგორ ფიქრობ?

- არა, უბრალოდ ასე ვფიქრობ. ან ჯერ არ მიმუშავია ისეთ ფოტოგრაფთან, რომ დამაჯეროს და მომაწონოს.

- ზოგიერთს წინასწარ აქვს გათვლილი, რომელი პროფილიდან დადგეს ფოტოსესიის დროს, რა სიმაღლეზე ასწიოს თავი, სხეულის რა ნაწილი გამოაჩინოს. შენთვის რა არის მთავარი?

- როცა დაცულია კომპოზიცია და სწორად არის განათებული ფოტოსესიის ადგილი, როგორც გინდა, ისე დადექი, სულ ერთია. ისე, ორივე პროფილი კარგი მაქვს და შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომელი მხრიდან დავდგე. "პოზიორა" ფოტოები არ მიყვარს, მთავარია ხასიათი, განწყობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება