ლა­დო ბე­დუ­კა­ძე - "ვინც ამბობს, რომ ფული ავიღე, ფსიქიატრს მიმართოს"

ლა­დო ბე­დუ­კა­ძე - "ვინც ამბობს, რომ ფული ავიღე, ფსიქიატრს მიმართოს"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის ლა­დო ბე­დუ­კა­ძის პა­სუ­ხის­ნგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბი არა­საკ­მა­რი­სი და არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია და მთა­ვარ პრო­კუ­რორს თხოვ­ნით მი­მარ­თა, მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის­თვის გა­და­ე­ხე­და. არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა კი გა­ნაცხ­ა­და, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა და არ­გუ­მენ­ტე­ბიც წარ­მო­ად­გი­ნა. ამას­თან, 9 ივ­ლისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბე­დუ­კა­ძემ ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან გი­ორ­გი ლო­მი­ას ჯერ კი­დევ 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­დას­ცა. ლო­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­დუ­კა­ძეს პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მთლად უან­გა­როდ არ და­უთ­მი­ა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ლა­დო ბე­დუ­კა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ვინც ამ­ბობს, რომ წა­მე­ბის კად­რებ­ში ფუ­ლი ავი­ღე, ფსი­ქი­ატრს მი­მარ­თოს მეტს ამ სა­კითხ­ზე ვე­რა­ფერს გეტყ­ვით.

- კარ­გით. მა­შინ იმა­ზე ვი­სა­უბ­როთ, რომ კბი­ლაშ­ვილ­მა თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ შეც­ვა­ლა.

- ჩე­მი აზ­რით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცა და და­ამ­ტკი­ცა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ნამ­დვი­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ა. ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რაც ჩემს საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს, სა­და­ვოდ და და­უშ­ვებ­ლად მი­ვიჩ­ნევ­დი. ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო­ზე ვთქვი და აცი­ლე­ბა მი­ვე­ცი სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა-­მო­სა­მარ­თლე ვა­ჟა ფუ­ხაშ­ვილს, რო­მე­ლიც თვი­თონ არის კრი­მი­ნა­ლი და ადა­მი­ა­ნებს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით უშ­ვებ­და ცი­ხე­ში. ასე­ვე, ჩე­მი ბრალ­მდე­ბე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან იყო რე­ვაზ ნა­დო­ი. თა­ვის დრო­ზე პრო­ტეს­ტი გა­მოვ­თქვი პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მართ, რომ ამ ადა­მი­ანს არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, ჩე­მი ბრალ­მდე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რის შემ­დე­გაც გა­მო­ვაცხ­ა­დე შიმ­ში­ლო­ბა. მო­ვითხ­ო­ვე მოწ­მე­ე­ბის მიყ­ვა­ნა - ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის თუ რი­გი­თი პა­ტიმ­რე­ბის, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლომ ჩე­მი არც ერ­თი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. ვინ­მეს ეჭ­ვი ეპა­რე­ბა, რომ ჩემ მი­ერ მხი­ლე­ბუ­ლი რე­ჟი­მი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა-­მორ­ჩი­ლი მო­სა­მარ­თლე ჩემ მი­მართ გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს არ გა­მო­ი­ტან­და? მო­ვითხ­ოვ­დი მო­ეყ­ვა­ნათ პრო­ცეს­ზე თუნ­დაც ერ­თი პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც მე გა­მამ­ტყუ­ნებ­და. ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წაყ­ვა­ნა და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვილს ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი. ხელთ მაქვს დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი სოდ­-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის შექ­მნას აწერს ხელს. თა­ნაც, ამ საქ­მეს ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია იძი­ებ­და. რა შუ­ა­ში იყო ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი? აქე­დან ჩანს, სა­ით მიჰ­ყავ­დათ გა­მო­ძი­ე­ბა და რომ არა 1-ლი ოქ­ტომ­ბრის გა­მარ­ჯვე­ბა, წარ­მო­მიდ­გე­ნი­ა, ეს საქ­მე რო­გორ დამ­თავ­რდე­ბო­და. ეს იქ­ნე­ბო­და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, სა­დაც "გა­მოჩ­ნდე­ბო­და", რო­გო­რი ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით ებ­რძვის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­გორ მო­ის­ყი­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ცი­ხის თა­ნამ­შრო­მე­ლი თა­მა­ზაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით და გა­და­ა­ღე­ბი­ნა არა­რე­ა­ლუ­რი კად­რე­ბი.

- ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი მუდ­მი­ვად აპე­ლი­რე­ბენ იმა­ზე, რომ თქვენ პა­ტიმ­რე­ბის ცე­მა-­წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დით და თქვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის ნი­მუ­შად იქ­ცა.

- ნაც­მოძ­რა­ო­ბას არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არა აქვს, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი აკე­თოს, მით უფ­რო, რო­ცა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი თვი­თონ არის დამ­ნა­შა­ვე და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცე­მი. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან უფ­რო მეწყ­ი­ნა შე­უ­რაცხ­მყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს ებ­რძოდ­ნენ, ისი­ნი მეს­ვრი­ან ქვებს და ლა­პა­რა­კო­ბენ ჩემს და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა თუ მის ყიდ­ვა­ზე. ცხა­დი­ა, ისი­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის იბ­რძვი­ან, მაგ­რამ ჩე­მი გი­ნე­ბით ფონს ვერ გავ­ლენ და ქუ­ლებს ვერ ჩა­ი­წე­რენ. ქალ­ბა­ტონ თი­ნა ხი­და­შელს ვგუ­ლის­ხმობ, რო­მელ­საც დი­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს და ამი­ტომ მებ­რძვის. ჩემს ნა­მოქ­მე­დარ­ში ან­გა­რე­ბა ვერ და­ი­ნა­ხა პრო­კუ­რორ­მა და ამას ვერც ვე­რა­ვინ და­ი­ნა­ხავ­და. არ და­დას­ტურ­და ის, რა­საც ნაც­მოძ­რა­ო­ბა ავ­რცე­ლებ­და, რომ ამის გა­კე­თე­ბა ან­გა­რე­ბის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბო­და. მათ არარ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბის­კენ მიჰ­ყავ­დათ საქ­მე. ხომ გა­მო­იკ­ვე­თა გა­მო­ძი­ე­ბა­შიც, რომ არა­ნა­ი­რი ან­გა­რე­ბა არ მა­მოძ­რა­ვებ­და. მე ფარ­და ავ­ხა­დე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვა­ნახ­ვე ის, რა­საც ესე­ნი სჩა­დი­ოდ­ნენ, რი­თაც სას­წორ­ზე და­ვა­ყე­ნე ჩე­მი და ჩე­მი ოჯა­ხის უსაფ­რთხო­ე­ბა. მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, 0%-ი­ა­ნი პარ­ტი­ის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გავ­ხდი. რომ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­გორც დი­დი მი­შა იტყ­ო­და, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი ჩა­ი­რეცხ­ე­ბოდ­ნენ. ისი­ნი კბი­ლაშ­ვილს უტე­ვენ და ამის­თვის მე მი­ყე­ნე­ბენ. ნამ­დვი­ლი ბო­კე­რია და­მიწყ­ებს ბრძო­ლას თუ კა­ბი­ა­ნი ბო­კე­რია - თი­ნა ხი­და­შელს ვგუ­ლის­ხმობ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. ჩემ­თვის ისი­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან ასო­ცირ­დე­ბი­ან. ვი­საც ეს არ ესი­ა­მოვ­ნე­ბა, ცი­ვი წყა­ლი და­ლი­ოს. ღმერ­თმა და­ი­ფა­როს, სა­ქარ­თვე­ლო ამათ ხელ­ში ჩა­ვარ­დეს და ეს ძა­ლა და­ტო­ვოს ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ. მა­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ ისი­ნი ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან ალი­ან­სში არი­ან.

- რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეჭ­ვი შე­ი­ტა­ნა პრო­კუ­რო­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში და მი­სი გა­და­ხედ­ვა მოთხ­ო­ვა, რა იფიქ­რეთ?

- ძნე­ლი სათ­ქმე­ლი­ა, რა­ტომ ჩათ­ვა­ლა ასე სა­ჭი­როდ ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ. ჩე­მი აზ­რით, მას არ ჰქონ­და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჩემს საქ­მე­ზე. ხი­და­შე­ლი თა­ვის გა­მოს­ვლა­ში ჩე­მი და პრე­მი­ე­რის და­პი­რის­პი­რე­ბას ცდი­ლობ­და. მან ჩემ­ზე თქვა, ლა­ჩა­რია და არ ჰყოფ­ნის გამ­ბე­და­ო­ბა, პრე­მი­ერს და­უ­პი­რის­პირ­დე­სო. და რა­ტომ უნ­და და­ვუ­პი­რის­პირ­დე, რო­ცა მი­მაჩ­ნია - რომ არა ივა­ნიშ­ვი­ლი. მარ­თლა გა­და­ვი­ჩე­ხე­ბო­დით. ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძემ თუ 26 მა­ისს საფ­ლა­ვი გა­უთხ­ა­რა ნაც­მოს, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­საფ­ლა­ვა ის. ახ­ლა კი ყარს ნაც­მო და მი­წას აღარ­ვინ აყ­რის. საფ­ლავ­ში დევს აყ­რო­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გვა­მი და მი­წა ხომ უნ­და მი­ა­ყა­როს ვი­ღა­ცამ? დგა­ნან და ბჭო­ბენ, ვინ მი­ა­ყა­როს და სა­ი­დან­ღაც შე­მოგ­დე­ბულ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ამათ­თან კო­ჰა­ბი­ტა­ცია რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?!

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ