წა­ვა თუ არა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან კბი­ლაშ­ვი­ლი

წა­ვა თუ არა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან კბი­ლაშ­ვი­ლი

გა­სულ კვი­რას პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ტრა­დი­ცი­უ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც კითხ­ვა იმ პირ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა თუ სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლობის შე­სა­ხე­ბაც და­უს­ვეს, რო­მელ­თაც პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბა­ში ედე­ბო­დათ ბრა­ლი. ლა­პა­რა­კი, უპირ­ვე­ლე­სად, შე­ე­ხო ლა­დო ბე­დუ­კა­ძეს, რო­მელ­საც უკავ­შირ­დე­ბა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის ცი­ხი­დან გა­მო­ტა­ნა და რო­მე­ლიც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა. პრე­მი­ერ­მა კითხ­ვა­ზე უპა­სუ­ხა, რომ არ იც­ნობ­და მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს, რაც პი­რა­დად მეც, რო­მე­ლიც ვეს­წრე­ბო­დი პრესკონ­ფე­რენ­ცი­ას, ცო­ტა არ იყოს, უც­ნა­უ­რად მო­მეჩ­ვე­ნა, რად­გან ლა­დო ბე­დუ­კა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე მარ­თლაც რეზო­ნან­სუ­ლი იყო. ივა­ნიშ­ვი­ლის პა­სუ­ხი მით უფ­რო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იყო უც­ნა­უ­რი, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ­ჩევ­ნებ­ზე სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად სწო­რედ ამ კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ების შე­დე­გად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი პრო­ტეს­ტის ტალ­ღა­ზე მი­ი­ღო და თა­ნაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბო­ლო ხანს მმარ­თველ ძა­ლას ყვე­ლა­ზე ხში­რად ბე­დუ­კა­ძის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნის გა­მო აკ­რი­ტი­კებ­დნენ. მოკ­ლედ, ცო­ტა ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი­ა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არ იცო­და, რო­გორ, რა­ტომ და ვი­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ლა­დო ბე­დუ­კა­ძე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან. შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ უფ­რო გა­საკ­ვი­რი იყო მი­სი სა­ჯა­რო მი­მარ­თვა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი­სად­მი, სა­დაც ის ბე­დუ­კა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტებს არა­და­მა­ჯე­რებ­ლად მი­იჩ­ნევ­და და ამ საქ­მის გა­და­ხედ­ვას ითხ­ოვ­და.

"მინ­და, ვთხო­ვო სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და ამი­ტომ შე­მიძ­ლი­ა, მას პი­რა­დად მივ­მარ­თო, რომ კი­დევ ერ­თხელ კრი­ტი­კუ­ლად გა­და­ხე­დოს მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს და თუ­კი გა­ი­ზი­ა­რებს ჩემს მო­საზ­რე­ბებს, იქ­ნებ გა­მო­ი­ნა­ხოს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მა­თი გა­და­სინ­ჯვის­თვის", - წერ­და ივა­ნიშ­ვი­ლი ღია წე­რილ­ში. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა პრე­მი­ერს იმა­ვე დღეს არ უპა­სუ­ხა, რა­მაც ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის­თვის კარ­გი პი­რო­ბე­ბი შექ­მნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მთავ­რო­ბი­სა და ზო­გა­დად კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა პრე­მი­ე­რის მოთხ­ოვ­ნას იზი­ა­რებ­და. სა­ინ­ტე­რე­სო იყო იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა, რომ მან შუ­ამ­დგომ­ლო­ბის ში­ნა­არ­სი მხო­ლოდ მას მე­რე გა­ი­გო, რაც ის სა­სა­მარ­თლოს წა­რედ­გი­ნა, რაც, თა­ვის მხრივ, ბა­დებს კითხ­ვებს, რად­გან რო­დე­საც ეს მოხ­და, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ჯერ კი­დევ ემორ­ჩი­ლე­ბო­და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და სა­ეჭ­ვო­ა, ასეთ რე­ზო­ნან­სულ საქ­მე­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი წი­ნას­წარ არ ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ საქ­მის კურ­სში. იუ­რის­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევ­და, რომ პრე­მი­ე­რის მოთხ­ოვ­ნა საქ­მის გა­და­ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვად არ იყო სწო­რი და ეს ვერ მოხ­დე­ბო­და, რაც შემ­დეგ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მაც და­ა­დას­ტუ­რა. ამა­სო­ბა­ში და­იწყო მით­ქმა-­მოთქმა, რომ კბი­ლაშ­ვილს გა­დად­გო­მა მო­უ­წევ­და ან მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, და­იწყო მი­სი სა­ვა­რა­უ­დო შემ­ცვლე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბაც: ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, მაია მწა­რი­აშ­ვი­ლი, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი... ასევ და­იწყო ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ვი­ღაც კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით ცდი­ლობ­და კბი­ლაშ­ვი­ლის­თვის ფე­ხის და­დე­ბას და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ამ ძა­ლებ­მა წა­ა­ქე­ზეს ივა­ნიშ­ვი­ლი ამ ფორ­მით და­პი­რის­პი­რე­ბო­და კბი­ლაშ­ვილს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბი კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით, ელოდ­ნენ, რომ კბი­ლაშ­ვი­ლი გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ივა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­ოვ­ნას და მო­ძებ­ნი­და სა­მარ­თლებ­რივ გზას საქ­მის გა­და­სა­ხე­დად, მაგრამ ასე არ მოხ­და. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ცალ­-ცალ­კე მი­მო­ი­ხი­ლა საქ­მის სა­მარ­თლებ­რი­ვი მხა­რე და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ას­პექ­ტი, რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ამ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, ვერ და­ის­მე­ბა კითხ­ვა, იყო თუ არა მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი. მან ასე­ვე გან­მარ­ტა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მო­ტი­ვე­ბიც და გა­ნაცხ­ა­და, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეს აუხ­სნა პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრსაც. რო­გორც ჩანს, ეს ახ­სნა ივა­ნიშ­ვილ­მა საკ­მა­რი­სად არ მი­იჩ­ნი­ა, შე­სა­ბა­მი­სად, კვლა­ვაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია კითხ­ვა, რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მო­უ­წევს თუ არა კბი­ლაშ­ვილს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა? ფაქ­ტი ერ­თი­ა: მას კა­ნო­ნი არ და­ურ­ღ­ვე­ვია და ამას­თან­ვე მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლიც იწო­ნებს, თუმ­ცა ეს არ მოს­წონს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და კბი­ლაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხ­ოვს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს არც "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მოს­წონთ.

"ი­მათ­გან, ვის­თა­ნაც ამ თე­მა­ზე მო­მი­წია აზ­რთა ურ­თი­ერ­თგაც­ვლამ კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით, ვერ ვიხ­სე­ნებ პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ეს იყო სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, ამ ტი­პის საქ­მე­ზე ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი", - ეს უკ­ვე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის აზ­რი­ა. ბუ­ნებ­რი­ვად ის­მის კითხ­ვა: თუ ყვე­ლას­თვის ასე­თი მი­უ­ღე­ბე­ლია მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გა­დაწყ­­ვე­ტი­ლე­ბა, მა­ნამ­დე რა­ტომ არ ამო­ი­ღეს ხმა, ვიდ­რე პრე­მი­ე­რი იტყ­ო­და ამა­ზე რა­მეს, ან აზ­რთა ამ­გვა­რი სხვა­დას­ხვა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში რო­გორ მო­ა­ხერ­ხე­ბენ გუნ­დის შიგ­ნით მთა­ვარ პრო­კუ­რორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას?

ნა­თია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა