რო­გორ და­ა­კა­ვა პატ­რულ­მა ქალ­მა სა­კუ­თარ სახ­ლში ქურ­დე­ბი

რო­გორ და­ა­კა­ვა პატ­რულ­მა ქალ­მა სა­კუ­თარ სახ­ლში ქურ­დე­ბი

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლია პარ­კა­უ­ლი­ა.

- პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ვარ. 23 წე­ლი­ა, ამ სის­ტე­მა­ში ვმუ­შა­ობ, სხვა­დას­ხვა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი, მათ შო­რის სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­რო­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პო­ლი­ცი­ა­ში, ვმუ­შა­ობ­დი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მომ­კვლე­ვად. შემ­დეგ გა­და­ვე­დი პრე­ზი­დენ­ტის ე­სკორ­ტში, სა­დაც ოც­მე­თა­უ­რი ვი­ყა­ვი. მა­ლე­ვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან აქ ვმუ­შა­ობ. ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ფე­სი­ა­ა, რად­გან შე­ნი სი­ცოცხ­ლე საფ­რთხეშია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ცი­ვი გო­ნე­ბით ვმუ­შა­ობ.

- ბევ­რი მძღო­ლის­გან მსმე­ნი­ა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი ხართ...

- ყვე­ლას ასე ჰგო­ნი­ა, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც, მაგ­რამ რო­ცა უშუ­ა­ლოდ გა­მიც­ნო­ბენ, რწმუნ­დე­ბი­ან, რომ ასე არ არის. სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა ცრემ­ლე­ბი წა­მომ­სვლი­ა, ადა­მი­ა­ნი ვარ და მეც მაქვს ემო­ცი­ა, მაგ­რამ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მეც რომ ვი­ტი­რო და ვი­კივ­ლო არ შე­იძ­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ვა­კე­ში ბავ­შვი რომ გად­მო­ვარ­და ფან­ჯრი­დან, ჩე­მი ეკი­პა­ჟი გა­მო­ი­ძა­ხეს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. რო­ცა და­ვი­ნა­ხე ატი­რე­ბუ­ლი დე­და და ბე­ბი­ა, ეს პა­ტა­რა ბავ­შვი, თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე და ტი­რი­ლი და­ვიწყ­ე, რამდენ­ჯე­რაც ცრემ­ლი მო­მად­გე­ბო­და, მზის სათ­ვა­ლეს ვი­კე­თებ­დი. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ მე და ჩე­მი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ათს ვერ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. სა­ღა­მოს გად­მოს­ცეს, რომ ბავშვს სჭირ­დე­ბო­და მე­ო­რე ჯგუ­ფის რე­ზუს უარ­ყო­ფი­თი სის­ხლი, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თი ჯგუ­ფი­ა, წა­ვე­დი, 400 გრა­მი სის­ხლი ჩა­ვა­ბა­რე და მი­სი სი­ცოცხ­ლე გა­და­ვარ­ჩი­ნე... რო­ცა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ბევ­რჯერ მინახავს, ადა­მი­ა­ნი ნა­წი­ლე­ბად ყო­ფი­ლა დაშ­ლი­ლი, ამ ყვე­ლა­ფერს სპე­ცი­ა­ლურ პარ­კებ­ში ვა­თავ­სებ­დით. იმ დროს ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ვიწყ­ებ ფიქრს ამ სა­ში­ნე­ლე­ბა­ზე. ალ­ბათ, რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე აი­სა­ხე­ბა.

- რო­გორც ვი­ცი, სა­კუ­თარ სახ­ლშიც არა­ერ­თხელ და­გი­ჭე­რი­ათ ქურ­დე­ბი...

- ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ზაფ­ხუ­ლი იყო, სი­ნათ­ლე ჩამ­ქრა­ლი მქონ­და და ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი. უცებ ფან­ჯრი­დან ქურ­დი გად­მოძ­ვრა, ტან­საც­მელ­ზე ვწვდი, მაგ­რამ გა­დახ­ტა. ჩა­მერ­თო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტინ­ქტე­ბი და ვკითხე, ვის ეძებ­თ-მეთ­ქი. ისიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. რა­ღაც გვარ­-სა­ხე­ლი მო­ი­გო­ნა, რამ­დე­ნი­მე წუ­თი ვი­სა­უბ­რეთ და ვუთხ­ა­რი, სახ­ლში შე­მო­დი-­მეთ­ქი. დამ­თან­ხმდა, სა­ნამ ის შე­მო­ვი­დო­და, პო­ლი­ცი­ა­ში დავ­რე­კე და ეკი­პა­ჟი გა­მო­ვი­ძა­ხე. შე­მო­ვი­და თუ არა, ვუბ­რძა­ნე, ია­ტაკ­ზე დამ­ჯდა­რი­ყო და ამ დროს მო­ვიდ­ნენ კი­დეც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი... ერ­თხე­ლაც, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­ზაფ­ხუ­ლო ტან­საც­მე­ლი გა­ვი­ტა­ნე მზე­ზე და მომ­პა­რეს. ვი­ცი, რომ ქურ­დე­ბი ძი­რი­თა­დად ღა­მის 3 სა­ა­თის შემ­დეგ გა­მო­დი­ან, და­ვას­ვე­ლე ტან­საც­მე­ლი და გავ­ფი­ნე. ­ოთხ­ის 15 წუთ­ზე ეზო­ში შე­მო­ვი­და ცოლ­-ქმა­რი, თით­ქოს ბოთ­ლებს აგ­რო­ვებ­დნენ. ჩემს აი­ვან­ზე ამოძ­ვრნენ. დავ­რე­კე პატ­რულ­ში და და­ვა­კა­ვეთ. მა­მა­კა­ცი 8-ჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი, ცო­ლი კი 6 თვის ორ­სუ­ლი გახ­ლდათ... სა­ნამ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და, ღა­მით უც­ნა­ურ­მა ჩურ­ჩულ­მა გა­მაღ­ვი­ძა, ავ­დე­ქი, ფან­ჯა­რას­თან მი­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა მე­ზობ­ლის სარ­დაფ­ში რო­გორ ჩა­ი­ტა­ნა ჩან­თე­ბი და სადღ­აც გა­ვიდ­ნენ. ავი­ღე ფა­რანი, ჩა­ვე­დი სარ­დაფ­ში და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გა­მო­ვი­ძა­ხე. ქურ­დე­ბი მა­ლე დაბ­რუნ­დნენ და ტაქ­სი მო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლი­თაც უნ­და წა­ე­ღოთ მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბი, მაგ­რამ ჩვენ და­ვა­კა­ვეთ. გა­და­ვიყ­ვა­ნეთ გა­გა­რი­ნის მო­ე­დან­ზე, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც დი­დი ჩოჩ­ქო­ლი იყო, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ნივ­თე­ბი გერ­მა­ნე­ლი ატა­შეს­თვის მო­ე­პა­რათ. რო­ცა უცხ­ო­ელ­მა ნა­ხა, რომ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ქურ­დე­ბით და მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბით დავ­ბრუნ­დით პო­ლი­ცი­ა­ში - გა­გიჟ­და, შემ­დეგ და­წე­რა კი­დეც გერ­მა­ნულ პრე­სა­ში, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ობ­სო. მოწ­ვე­ვაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მაგ­რამ ვერ წა­ვე­დი... ზამ­თარ­ში ღა­მით გას­რო­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე, გა­მო­ვე­დი ქუ­ჩა­ში და ვი­საც ვკითხ­ე, ყვე­ლა ამ­ბობ­და, არა­ფე­რი გაგ­ვი­გო­ნი­ა­ო. გა­რა­ჟებს შო­რის დაჭ­რი­ლი ბი­ჭი ვი­პო­ვე.­ გა­მო­ვი­ძა­ხე ეკი­პა­ჟი, სას­წრა­ფო დახმარება და ეს ბი­ჭი სიკ­ვდილს გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ხალ­ხი ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის დროს თავს არი­დებს 112-ზე და­რეკ­ვას, მინ­და ყვე­ლას ვუთხ­რა, რომ თუ რა­მე სა­ეჭ­ვოს შე­ამ­ჩნე­ვენ, აუ­ცი­ლებ­ლად და­რე­კონ პატ­რულ­ში. შორ­ტე­ბი გაც­ვია თუ ფორ­მა - ყო­ველ­თვის უნ­და გახ­სოვ­დეს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი ხარ და მუდ­მი­ვად უნ­და იდ­გე ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში. ბი­ჭე­ბი ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: ლი­ა, და­ი­ძი­ნე და ჩვენც დაგ­ვა­ძი­ნე­ო. 

- თა­ვად კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ხართ?

- ბუ­ნებ­რი­ვი­ა, პირ­ველ რიგ­ში თა­ვად უნ­და და­ვიც­ვა კა­ნო­ნი. რო­ცა სა­ჭეს­თან ვზი­ვარ, საგ­ზაო წე­სებს ვე­მორ­ჩი­ლე­ბი. ჩვენ უნ­და მივ­ცეთ სხვას მა­გა­ლი­თი. 

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი?

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გვაქვს, დი­ლის 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე ვიღ­ვი­ძებ, თავს ვი­წეს­რი­გებ, ჩემს ძაღლს ვა­სე­ირ­ნებ და 7 სა­ათ­ზე სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ. ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბაც მი­წევს, მაგ­რამ არა­სო­დეს მა­ვიწყ­დე­ბა, რომ ქა­ლი ვარ და მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში უნ­და ვი­ყო.

- ახა­ლი ფორ­მა მოგ­წონთ?

- ძა­ლი­ან მომ­წონს. ჩვენ­თან ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, გა­ი­ზარ­და ხელ­ფა­სე­ბი, შეგ­ვიც­ვა­ლეს ფორ­მა, გვყავს ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ დო­ნე­ზეა აღ­ჭურ­ვი­ლი. მომ­წონს, ჩვენც რომ დაგ­ვი­ყე­ნეს კა­მე­რე­ბი, ზო­გი­ერ­თი უკა­ნო­ნოდ და­ჯა­რი­მე­ბას გვე­და­ვე­ბა, თუ ვინ­მე გა­ა­სა­ჩივ­რებს, რომ თით­ქოს უკა­ნო­ნოდ მო­ვე­ქე­ცით, არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რე­ბი და ამით გა­დაწყ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. მო­ქა­ლა­ქეს წი­ნას­წარ ვაფ­რთხი­ლებთ, რომ ჩა­წე­რა მი­დის. მი­ნის­ტრი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ჩვენ­ზე რომ ზრუ­ნავს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამის შე­დე­გია.

- ხალხს მარ­თლა გეგ­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად აჯა­რი­მებთ?

- რა სი­სუ­ლე­ლე­ა? ა­რა­ნა­ი­რი გეგ­მა არ არ­სე­ბობს. რო­ცა 2 კვი­რა და­დი­ხარ ქა­ლაქ­ში და ერ­თი ჯა­რი­მის ოქ­მიც არ შე­გაქვს, ე.ი. არ მუ­შა­ობ, არ გა­ინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა ქუ­ჩა­ში.

- გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი ხომ არ გაზ­რდის საგ­ზაო წე­სე­ბის დამ­რღვევ­თა რა­ო­დე­ნო­ბას?

- ვი­საც დარ­ღვე­ვა უნ­და, მა­ინც არ­ღვევს მოძ­რა­ო­ბის წე­სებს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ჯა­რი­მა 5 ლა­რია თუ 50...

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ