ჯორჯ კლუნთან დაშორების ინიციატორი სტეისი კიბლერი იყო

ჯორჯ კლუნთან დაშორების ინიციატორი სტეისი კიბლერი იყო

მსახიობი ჯორჯ კლუნი მეგობარმა ქალმა სტეისი კიბლერმა მიატოვა. ამის შესახებ პორტალი TMZ-ი წერს. კლუნი იტალიაში იყო, სტეისი კი ლოს-ანჯელესში, საიდანაც ამ რომანს წერტილი ტელეფონით დაუსვა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი გაიყარა და ინიციატორი სტეისი იყო. ქალს ბავშვები და ოჯახი უნდა - კლუნს კი ოჯახზე არასდროს უოცნებია. როგორც წყვილის ნაცნობები ირწმუნებიან, სტეისი იმ ფაქტმა შეაწუხა, რომ საყვარელს იგი სამი თვეა არ უნახავს. ამასთან, კლუნმა დეკემბრის ბოლომდე ბერლინში დარჩენა გადაწყვიტა, სადაც ახალი ფილმის გადაღებებში მონაწილეობს.

"ორივე მხარემ გადაწვიტა, რომ აზრი არ აქვს ურთიერთობას, თუ ერთმანეთს ვერ ხედავენ. ზრდასრული ადამიანებივით მოიქცნენ: სიტუაცია განიხილეს და მიხვდნენ, რომ დაშორება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ჯორჯი სტეისის პატივისცემით მოექცა და შეახსენა, რომ ისინი რომანის დაწყებამდეც მეგობრობდნენ და მისი გაგრძელება მომავალშიც შეუძლიათ",- ყვებიან წყვილის მეგობრები.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება