რიანამ რუსი მილიონერები ალოდინა

რიანამ რუსი მილიონერები ალოდინა

პოპ-ვარსკვლავ რიანას მსოფლიო ტურნეს - Diamonds-ის ბოლო კონცერტი მონტე-კარლოში, დაწესებულება Sporting Club & Casino-ში გაიმართა, სადაც მსოფლიო ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

სტუმრებს შორის პრესამ უამრავი რუსი ბიზნესმენი შენიშნა, თუმცა ბიზნესმენებს არ გაუმართლათ. რიანამ კონცერტზე, რომლის ბილეთის ფასი 800 დოლარი იყო, სამი საათით დააგვიანა.

თაყვანისმცემლებმა რიანას მოსვლამდე ვახშმის მირთმევაც მოასწრეს. მომღერალი მოკლე თეთრ "სმოკინგ-კაბაში" იყო გამოწყობლი და ფეხზე ატლასის მაღალქუსლიანი ჩექმები ეცვა.

მიუხედავად 3 საათიანი ლოდინისა, რუსმა ბიზნესმენებმა მაინც არ გამოხატეს უკმაყოფილება და შოუს სოც-ქსელებში დადებითად გამოეხმაურნენ.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება