ივან ურგანტმა ქართველ ცოლს "ოქროს კოშკში" აპარტამენტები 3 მლნ დოლარად უყიდა

ივან ურგანტმა ქართველ ცოლს "ოქროს კოშკში" აპარტამენტები 3 მლნ დოლარად უყიდა

რუსი მსახიობის, ტელეწამყვანისა და შოუმენის ივან ურგანტის სახელი საქართველოში ბევრისთვის არის ცნობილი. რა ხანია მის გვერდით ქართველი ქალია - ნატალია კიკნაძე, რომელიც ვარსკვლავ ქმარს ხშირად ახლავს თან სხვადასხვა ღონისძიებაზე. ივანიც ქართველ ცოლს ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებს.

სულ ცოტა ხნის წინ მან 3 მლნ დოლარად ღირებული აპარტამენტები იყიდა მოსკოვის ცენტრში, პრესტიჟულ ცათამბჯენში "ოქროს კოშკი". ეს შენობა ყველაზე მაღალია ევროპაში და მისი აშენება არც ისე დიდი ხანია, დასრულდა. ურგანტის ბინა ორიარუსიანი, 250 კვადრატული მეტრი ფართის მქონე აპარტამენტებია.

სანამ მოსკოვურ ბინას შეიძენდა, მანამდე ივანმა გრანდიოზული აგარაკიც იყიდა, რომელსაც თავისი ხმის ჩამწერი სტუდია, კინოდარბაზი და საბილიარდო აქვს. ამ კომპლექსს ურგანტი და მისი ცოლი რამდენიმე წელი აშენებდნენ მოსკოვთან ახლოს, რუბლიოვკაზე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება