ვახტანგ რჩეულიშვილი - რუსუდანს საერთოდ ვინ რას ეკითხებოდა?

ვახტანგ რჩეულიშვილი - რუსუდანს საერთოდ ვინ რას ეკითხებოდა?

დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ცენტრ პოინტისა" და "დექსუსის" დამფუძნებლებს ბრალი წაუყენა. ამაზე კომენტარი "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის მეუღლეს, პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს ვახტან რჩეულიშვილს ვთხოვეთ.

- "ცენტრ პოინტის" წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე დაიკითხნენ მაიაც და რუსუდანიც. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ძიება უკვე დასრულდა და მასალებს აცნობენ. ვიცი, რომ ბრალი წარედგინებათ, რადგან მაია და რუსუდანი არიან დამფუძნებლები, თუმცა ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ და ვამბობთ, რომ პირიქით ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ, ხალხის ინტერესის დასაკმაყოფილებლად და აწი ამაზე სასამართლო იმსჯელებს.

- ჯერჯერობით მხოლოდ თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ მშენებლობას გედავებათ გამოძიება, როგორ ფიქრობთ, სააკაძის ქუჩაზე შეჩერებული მშენებლობებითაც ხომ არ დაინტერესდებიან?

- საერთოდ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა, მანდ ასეთი რეალობაა: თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ პროექტს, თავიდანვე 4 მილიონის ქონება ჩამოაჭრა ქალაქის მერიამ. ამიტომაც თავიდანვე დიდი პრობლემები შექმნა ხელოვნურად და ამიტომ ვერ დასრულდა, პროექტი დასაწყისშივე დაზარალდა, თუმცა დიდი მცდელობით მაინც მივიყვანეთ ბოლომდე. ახლა შექმნილია ორი ამხანაგობა, რომლებიც ერთმანეთში დაობენ და უკვე 90% აშენებულ ბინებს ვერ ვაძლევთ მობინადრეებს, რადგან ერთი ამხანაგობა ჩივის, რომ მისია ეს ბინა და მეორეც ანალოგიურს აკეთებს, მაგრამ ეს მათი გასარკვევია, ჩვენ რას გვერჩიან? არც მერიაზე და არც ამ ამხანაგობებზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ რადგან მაია და რუსუდანი დამფუძნებლები არიან, საჩივარი ამათზეცაა და მილიონებზე დავაში ამათი სახელიც ფიგურირებს. დავამტკიცებთ, რომ ამ მილიონებთან კავშირი არ გვაქვს, არავითარ გაფლანგვას არ აქვს ადგილი.

- "დექსუსის" უკან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესი ხომ არაა?

- "დექსუსი" ეს გიგი უგულავას ფირმაა.

- ქალბატონი რუსუდანი იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და არ უცდია გიგი უგულავასთან ამ საკითხზე საუბარი?

- ბევრი მცდელობის მიუხედავად არაფერი არ გამოგვივიდა. ერთი-ორჯერ მეც ვიყავი მისული, ხოლო რუსუდანს საერთოდ ვინ ეკითხებოდა, კი იყო თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტში, მაგრამ რა ეკითხებოდა საერთოდ. ისე, მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსუდანის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინტერესს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს რეალურად არაფერს არ ცვლის. ჩემს და მაიასადმი არავის პოლიტიკური ინტერესი არ აქვს და ის პრობლემები, რომლებიც არის, აუცილებლად გაირკვევა. სიმართლე გითხრათ, პროკურატურას ვენდობი. ჩვენს ბევრ ობიექტს ყადაღა აქვს დადებული. ამაზე პროკურატურას მივმართეთ და ისინი გვეხმარებიან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა