პერის ჰილტონს კანონთან კვლავ პრობლემები აქვს

პერის ჰილტონს კანონთან კვლავ პრობლემები აქვს

ჰილტონების იმპერიის შთამომავალი, პერის ჰილტონი ავტომობილების გადაჭარბებული სიჩქარით მართვაზე უარს ვერ ამბობს. პერისი პაპარაცებმა კალიფორნიაში შენიშნეს - ვარსკვლავი საკუთარი "ბენტლით" მიჰქროდა.

32 წლის ჰილტონს მყუდროება პოლიციამ დაურღვია - ის გადაჭარბებული სიჩქარის გამო დააჯარიმეს. თუმცა, პერისს პოლიციელისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია - ის მობილურზე საუბარს განაგრძობდა. თუ მის შემოსავალს გავითვალისწინებთ, დიდად არც ჯარიმის ოდენობით დაინტერესდა.

შეგახსენებთ, ვარსკვლავი 2007 წელს ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. პერისი პირობით გაათავისუფლეს, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა მისცეს და ალკოჰოლთან ბრძოლის პროგრამაში ჩართვა აიძულეს. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ მართვის მოწმობის ჩამორთმევის მიუხედავად, ავტომობილს მაინც მიუჯდა. ვარსკვლავს წინა ფარები ანთებული არ ჰქონდა. მაშინ ჰილტონს ძვირადღირებული ავტომობილი ჩამოართვეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება