რატომ დალია ჩაილურის წყალი უგულავას "ოცნებების ტრამვაიმ?"

 რატომ დალია ჩაილურის წყალი უგულავას "ოცნებების ტრამვაიმ?"

ჩემსავით ალბათ კიდევ ბევრს ახსოვს სატელევიზიო სიუჟეტი, რომელშიც ქალაქის მერი გიგი უგულავა პარიზიდან, თანამედროვე მოდიფიკაციის ტრამვაის სალონიდან გვიყვებოდა ტრანსპორტის ამ სახეობის უპირატესობებზე და იმაზე, თუ როგორ გააფორმა მერიამ ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც სწორედ ფრანგები დაგვეხმარებოდნენ და თბილისში ტრამვაი დაბრუნდებოდა. ეს იყო 2010 წელს. ერთი შეხედვით ყველაფერს რეალურის ეფექტი ჰქონდა. 2010 წელს ლამის ყველა ჟურნალ-გაზეთი და ტელევიზია ერთდროულად და აღფრთოვანებით იუწყებოდა, რომ "თბილისში ტრამვაი ბრუნდება", 2011 წელს კი ტრამვაი თითქმის აღარავის ახსოვდა. სამაგიეროდ, 2012 წელს ახლა უკვე საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო ამაზე გაუთავებელი ლაპარაკი, მოეწყო კონფერენციები და მეტიც, მოეწყო თითქოს უკვე დასრულებული პროექტის საზეიმო პრეზენტაცია, რომელზეც მაღალფარდოვანი სიტყვით გამოვიდა ქალაქის მერი, ის დაგვპირდა, რომ 2013 წლიდან დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტების ტრამვაი ისევ გამოჩნდება. პრეზენტაციაზე სიტყვასიტყვით ითქვა: განხორციელებული სამუშაოები საფრანგეთის მთავრობამ დააფინანსა და რომ პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპი დაფინანსებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს ითვალისწინებს.

ტრამვაის ახალი ხაზი 14 კმ სიგრძის იქნებოდა. ის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ვაკის გავლით ორთაჭალას დაუკავშირდებოდა და ამ მანძილს მგზავრები უმოკლეს ვადაში, 34 წუთში დაფარავდნენ, "თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად 100 000-ზე მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებს", - აცხადებდა იმჟამად გიგი უგულავა. მისივე თქმით, ეს მოითხოვდა საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს და მარტო პირველ ეტაპზე 150 000 000 ევრო იყო საჭირო პროექტის განსახორციელებლად. დამეთანხმებით, შთამბეჭდავი თანხაა.

სავარაუდოდ, არანაკლები თანხა უნდა დამჯდარიყო პროექტი, რომლის პრეზენტაციაც 2012 წელს გაიმართა და რომლის განხორციელების ნიშან-წყალი არ ჩანს, გამოდის, რომ ეს ფულიც და მთელი იმ პიარკამპანაიში დახარჯული თანხებიც წყალში ჩაიყარა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ამგვარი პროექტი ბუნებაში შეიძლება არც არსებობდეს. დაგეგმილი ტენდერი, რომელიც ტრამვაის სისტემის ამშენებელს გამოავლენდა, არავის გამოუცხადებია და არც აპირებს.

ლევან ჩიტაძე, მოძრაობა "არა"-ს ლიდერი:

- ეს პროექტი იყო მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო ფანდი და პიარკამპანიის წარმოების ერთ-ერთი ხერხი. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გვითხრეს, თუ როგორ აპირებდა გიგი უგულავა თბილისელებისთვის ტრამვაის დაბრუნებას და რომ ეს იქნებოდა ძალიან კომფორტული, თანამედროვე, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. ამგვარი ტრანსპორტი ტრამვაი ნამდვილად არის, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსვლისთანავე დაიწყო იმ ინფრასტრუქტურის მოსპობა, რაც ამ სფეროში დედაქალაქში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი, მაშინ ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განსავითარებლად ყვითელი ავტობუსები აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. 2010 წელს კი აღმოაჩინეს, რომ ეს იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ყოფილა და დაიწყეს მოსახლების "დაბოლება". პირადად მე დღესაც მომხრე ვარ, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება დაუბრუნდეს ქალაქს, მაგრამ ამას სჭირდება არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ სწორი ორგანიზება და დიდი ფინანსები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა