გიორგი ვაშაძე თავისი სახლის დაყადაღებას ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს

გიორგი ვაშაძე თავისი სახლის დაყადაღებას ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საცხოვრებელი სახლის დაყადაღებას უპრეცედენტო გადაწყვეტილებას უწოდებს. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლომ დაყადაღების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

ვაშაძე აღნიშნულ ფაქტს ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.

"სასამართლომ აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, დაყადაღებულია ჩემი სახლი იმ აზრის გამოხატვის საფუძველზე, რაც მე ვთქვი ჯოზეფ კეისთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ჯოზეფ ქეის თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ თავდასხმის ობიექტად იყენებს. სასამართლო პრაქტიკა არ იცნობს მსგავს გადაწყვეტილებას და პირველი შემთხვევაა, როდესაც სარჩელის უზრუნველსაყოფად მოხდა კერძო საკუთრების დაყადაღება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებისთვის ჯოზეფ ქეი გახდა ოქროს მოწმე, რომელსაც იყენებს სხვადასხვა საქმეებთან მიმართებაში და, როგორც ჩანს, ახლა ცდილობენ ჩემთან მიმართებაში გამოიყენონ ის", - განაცხადა ვაშაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, მასზე ანგარიშსწორება იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ ჯოზეფ ქეის თაღლითი უწოდა.

"მე გამოვხატე სუბიექტური აზრი და ჯოზეფ ქეის ვუწოდე თაღლითი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და სრული უფლება მაქვს, საკუთარი აზრი სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად გამოვხატო", - განაცხადა ვაშაძემ.

დეპუტატი ყადაღის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, ასევე აპირებს, რომ სასამართლოს მიმართოს საპასუხო სარჩელით, სიტყვის თავისუფლების შესახებ მე-18 მუხლის შესაბამისად.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა