რე­პორ­ტა­ჟი თბი­ლი­სის ბაზ­რე­ბი­დან ანუ "ბუ­ზებს ნუ გა­და­ი­ღებ"

რე­პორ­ტა­ჟი თბი­ლი­სის ბაზ­რე­ბი­დან ანუ "ბუ­ზებს ნუ გა­და­ი­ღებ"

ვიდ­რე ბა­ზარ­ში პრო­დუქტს შე­ი­ძენ­დეთ, კარ­გად და­ფიქ­რდით, შე­საძ­ლო­ა, ეს თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მე­ტად სა­ხი­ფა­თო აღ­მოჩ­ნდეს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის და არა მარ­ტო თბი­ლი­სის ბაზ­რო­ბებ­ში სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე­ა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე სუ­რა­თი კი იმ ად­გი­ლებ­ში­ა, სა­დაც ხორ­ცპრო­დუქ­ტე­ბი იყი­დე­ბა.

მდგო­მა­რე­ო­ბის უკეთ შეს­წავ­ლის მიზ­ნით, დე­ზერ­ტი­რე­ბი­სა და სამ­გო­რის ბაზ­რე­ბი მო­ვი­ა­რე. თუმ­ცა, არც ბა­ზარ­ში შეს­ვლამ­დე ნა­ხავთ სა­ხარ­ბი­ე­ლო სუ­რათს. მეტ­როს სად­გუ­რი­დან გა­მო­ვე­დი თუ არა, ხა­ჭა­პუ­რი­სა და ფუნ­თუ­შე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლებს შე­ვე­ფე­თე, რომ­ლე­ბიც ამ პა­პა­ნა­ქე­ბა­ში მზის ქვეშ ქოლ­გე­ბით სხე­დან და კრე­მი­ან ფუნ­თუ­შებს ყი­დი­ან. ხა­ჭა­პუ­რი ერ­თი ლა­რი, ფუნ­თუ­შა კი 30 თეთ­რი ღირს. ამ­ბო­ბენ, რომ კლი­ენ­ტებს არ უჩი­ვი­ან. "ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი­ა, ვაცხ­ობთ და ოც­-ო­ცი ცა­ლი გა­მოგ­ვაქვს გა­სა­ყი­დად. ძა­ლი­ან მა­ლე გვე­ყი­დე­ბა, იმი­ტომ რომ გემ­რი­ე­ლი­ა" - მე­უბ­ნე­ბა ერ­თ-ერ­თი გამ­ყიდ­ვე­ლი. თუმ­ცა ჩემ­მა კითხ­ვამ, რა­ტომ უწყ­ვია საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი ამ მტვერ­ში, ცო­ტა და­აბ­ნია და ცე­ლო­ფა­ნის ქვეშ მო­თავ­სე­ბუ­ლი ფუნ­თუ­შე­ბი შე­მომ­თა­ვა­ზა.

მე­ფუნ­თუ­შე­ებს გავ­ცდი თუ არა, მხი­ა­რულ მემ­წვა­დე ქალ­ბა­ტონს გადავაწყდი, რო­მე­ლიც, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ტუ­რის­ტებს უბ­რა­წავ­და ჩა­ბას­ტურ­მე­ბულ ხორცს. შემ­დეგ იქ­ვე თეფ­შებ­ზე და­უ­ლა­გა და გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თვი­თო, და­ა­ყო­ლა. ტუ­რის­ტებ­მა, რო­გორც ჩანს, მარ­თლაც გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თვეს, რად­გან სა­ხე­ებ­ზე კმა­ყო­ფი­ლე­ბა ეტყ­ო­ბო­დათ.

ტუ­რის­ტებს შე­ვეშ­ვი და გზა ბაზ­რო­ბის­კენ გან­ვაგ­რძე. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რას აღარ ნა­ხავთ: მზის­გულ­ზე დაწყ­ო­ბილ შო­კო­ლა­დის კან­ფე­ტებს, ვედ­რო­ებ­ში ჩაწყ­ო­ბი­ლ კვერცხს, მა­წონს და რძე­საც კი. თუ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის სად­გო­მის­კენ შე­უხ­ვევთ, ური­კით მო­სი­ა­რუ­ლე ქალ­ბა­ტონს წა­აწყ­დე­ბით, რო­მე­ლიც თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბით და­გიმ­ზა­დებთ გნე­ბავთ ჩა­ის და კა­კა­ოს, გნე­ბავთ ყა­ვას - არ­ჩე­ვა­ნი თქვენ­ზე­ა.

რო­გორც იქ­ნა ბა­ზარ­შიც შე­ვაღ­წიე და პირ­და­პირ იმ ტე­რი­ტო­რი­ის­კენ გა­ვე­შუ­რე, სა­დაც ხორ­ცპრო­დუქ­ტე­ბი იყი­დე­ბა... არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, იქ ნა­ნა­ხის შემ­დეგ ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი გავ­ხდე. აქ სა­ქონ­ლის ხორ­ცი ან პირ­და­პირ დახ­ლებ­ზეა დაყ­რი­ლი, ან ლურ­სმნებ­ზეა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, ან კი­დევ გა­მორ­თუ­ლ მა­ცივ­რებ­შია ჩაწყ­ო­ბი­ლი. ხორ­ცის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო ნივ­თი ბუ­ზის საკ­ლა­ვი­ა, რო­მე­ლიც ფო­ტო­ა­პა­რა­ტის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე დახ­ლქვეშ და­მა­ლეს. ერ­თ-ერ­თმა ისიც კი მითხ­რა: "გა­და­ი­ღე, გა­და­ი­ღე, მთა­ვა­რია ბუ­ზე­ბი ვერ გა­და­ი­ღო­ო". თუ აქ ხორცს შე­ი­ძენთ, ბო­ნუ­სად აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებთ რამ­დე­ნი­მე კარ­გად მო­სუ­ქე­ბულ ბუზს.

რა თქმა უნ­და და­ვინ­ტე­რეს­დი, რა­ტომ არის ყვე­ლა მა­ცი­ვა­რი გა­მორ­თუ­ლი, რა­ზეც ერ­თმა გამ­ყიდ­ველ­მა მითხ­რა: "აქ რომ მა­ცივ­რე­ბიც ჩავ­რთოთ, ჩვენ რა­ღა დაგ­ვრჩე­ბა, ამ­დენ გა­და­სა­ხადს თუ გა­და­ვიხ­დი, მო­გე­ბას ვერ ვნა­ხავ. ამ ხორ­ცით და­ღუ­პუ­ლი ჯერ არა­ვინ მი­ნა­ხავს. ხალ­ხი მო­დის და ყი­დუ­ლობს, მყიდ­ვე­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ ვუ­ჩი­ვით. არც სა­ხელ­მწი­ფო იჩენს სიმ­კაც­რეს ჩვენს მი­მართ და ვცდი­ლობთ ორი კა­პი­კი ვი­შო­ვოთ აქ ვაჭ­რო­ბით".

ასევე უმა­ცივ­როდაა შე­ნა­ხული ქათ­მის ხორ­ცი და ბარ­კლებ­ი. ექ­სპერ­ტო­ბა სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მიხ­ვდე, სიცხ­ე­ში დახ­ლზე დაწყ­ო­ბი­ლი ხორ­ცპრო­დუქ­ტე­ბი და თევ­ზე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ო­ზულ საფ­რთხეს რომ უქ­მნის...

ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა მზა საჭ­მე­ლე­ბის "მა­ღა­ზი­ამ" თუ სარ­დაფ­მა, სა­დაც ქვა­ბებ­ში თუ უკ­ვე თეფ­შებ­ზე გად­მო­ღე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი ამაზ­რზე­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არც ამ სა­სა­დი­ლო­ში უჩი­ვი­ან კლი­ენ­ტთა ნაკ­ლე­ბო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რებ­ში რომ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა, ეს უფ­რო მე­ტად ჩვე­ნი, ანუ მყიდ­ვე­ლე­ბის ბრა­ლი­ა. რომ არა სა­შიშ პრო­დუქტს მი­ძა­ლე­ბუ­ლი მყიდ­ვე­ლი, ალ­ბათ გამ­ყიდ­ვე­ლე­ბიც იზ­რუ­ნებ­დნენ, ჩვენ­თვის ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ.

მა­დო­ნა კო­ი­ძე - მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე: სამ­გო­რის ბა­ზარ­ში სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ პრო­დუქ­ცია რო­მე­ლიც იქ იყი­დე­ბა, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას საფ­რთხეს უქ­მნის. სამ­გო­რის ბა­ზარს წყა­ლიც არა აქვს, რომ რე­ა­ლი­ზა­ტო­რებ­მა ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნონ და ბაქ­ტე­რი­ე­ბი პრო­დუქ­ტებ­ზე არ გავ­რცელ­დეს.

რო­გორც წე­სი, ზაფ­ხულ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა იზ­რდე­ბა და თუ აგ­რა­რულ ბა­ზარ­ში კონ­ტრო­ლი არ გამ­კაც­რდა, თბი­ლის­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რიცხ­ვი გა­იზ­რდე­ბა.

მარ­თა­ლია, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი სა­წარ­მო­ებს ამოწ­მებს, თუმ­ცა აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი უყუ­რადღ­ე­ბოდ არის დარ­ჩე­ნი­ლი და იქ შექ­მნი­ლი მძი­მე სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მომ­ხმა­რე­ბელს საფ­რთხეს უქ­მნის. კა­ტე­გო­რი­უ­ლად უნ­და აიკ­რძა­ლოს ეგ­რეთ წო­დე­ბულ "დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე" თევ­ზი­სა და ხორ­ცპრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა, რად­გან ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი­ა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მა­კა ქო­ბა­ლია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია