თაღ­ლი­თო­ბა მოწყ­ა­ლე­ბის ყუ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით

თაღ­ლი­თო­ბა მოწყ­ა­ლე­ბის ყუ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით

ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია და სა­ხელ­მწი­ფო ძვი­რად ღი­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ებს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ვერ აფი­ნან­სებს, ექი­მის დი­აგ­ნო­ზი ზოგ­ჯერ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის ტოლ­ფა­სი­ა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბო­ლო ხანს საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდის გა­დარ­ჩე­ნა მა­ინც მო­ხერ­ხდა. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უამ­რა­ვი მათხ­ო­ვა­რი თუ თაღ­ლი­თი­ა, საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, მე­დი­ა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ ხალხს საქ­ველ­მოქ­მე­დო ყუ­თე­ბით მო­სი­ა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ნდო­ბა გას­ჩე­ნო­და და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს დახ­მა­რე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ლე­ვე იჩი­ნა თა­ვი შე­სა­წი­რი ყუ­თე­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბამ და შე­სა­ბა­მი­სად, იკ­ლო ჯან­მრთე­ლო­ბა­შერ­ყე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ქველ­მოქ­მე­დე­ბით გა­დარ­ჩე­ნის შან­სებ­მაც. ამის მი­ზე­ზი ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი მოწყ­ა­ლე­ბის მთხოვ­ნე­ლე­ბის თუ თაღ­ლით­თა ჯგუ­ფე­ბის ქველ­მოქ­მედ­თა რან­გში გა­მო­ჩე­ნა გახ­და. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მეტ­რო­ებ­ში, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­სა და თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხე­ლით ფულს აგ­რო­ვე­ბენ, თბი­ლი­სელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ხე­ზე კარ­გად ცნობს... "ყვე­ლა სი­ახ­ლე" შე­ე­ცა­და მეტ­როს მა­ტა­რე­ბელ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო ყუ­თით მო­სი­ა­რუ­ლე ერ­თ-ერთ ქალ­ბა­ტონს გა­სა­უბ­რე­ბო­და, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯერ ორ­სუ­ლი, შემ­დეგ კი პა­ტა­რა ბავ­შვთან ერ­თად და­დი­ო­და და მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სა­ხე­ლით ხალხს შვი­ლის გა­მო­საკ­ვე­ბად პუ­რის ფულს სთხოვ­და. თუმ­ცა მან კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ ისურ­ვა და გზა გა­ნაგ­რძო მო­წო­დე­ბით "და­ვეხ­მა­როთ პა­ტა­რა მა­რი­ამს ოპე­რა­ცი­ის ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა­ში". რა პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ ამ თვით­მარ­ქვი­ა­თა გა­მო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და რა სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, ამის თა­ო­ბა­ზე "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ერ­თ-ერ­თი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, ხა­ტია რეხ­ვი­აშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რა სა­ხის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია გქონ­დათ და რამ­დენ ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რეთ?

- საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა ჩვე­ნი მე­გობ­რის, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენტ ქე­თი ჯო­ხა­რი­ძის ოპე­რა­ცი­ის ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბით და­ვიწყ­ეთ. ქე­თი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და მის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ჭი­რო იყო ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად შე­სა­წი­რი ყუ­თე­ბით დავ­დი­ო­დით და თან­ხას ვაგ­რო­ვებ­დით. საწყ­ის ეტაპ­ზე ფონ­დი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ იყო, მხო­ლოდ ან­გა­რი­ში იყო გახ­სნი­ლი ქე­თის მა­მი­დაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე. "ფეისბუკზე"­-ზე შე­იქ­მნა გვერ­დი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას, ვი­დე­ქით ყუ­თე­ბით ქუ­ჩებ­ში, დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, ვა­ტა­რებ­დით სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას, ვცდი­ლობ­დით მიგ­ვეპყ­რო ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და პრე­სის ყუ­რადღ­ე­ბა. თან­და­თან მივ­ხვდით, რომ მარ­ტო ამ გზით რთუ­ლი იყო ხალ­ხის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა, ზო­გი­ერ­თი გამ­ვლე­ლიც ეჭ­ვის თვა­ლით გვი­ყუ­რებ­და. ამი­ტომ გა­დაწყ­და და­არ­სე­ბუ­ლი­ყო ფონ­დი, რო­მე­ლიც და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ მე­წარ­მე­თა და არა­სა­მე­წარ­მეო (ა­რა­კო­მერ­ცი­ულ) იუ­რი­დი­ულ პირ­თა რე­ეს­ტრში. ჰქონ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი რეკ­ვი­ზი­ტე­ბი, ასე­ვე დავ­ბეჭ­დეთ მა­ი­სუ­რე­ბი ქე­თის და­სახ­მა­რებ­ლად და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ნომ­რე­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დით ამის­თვის რაც შე­იძ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე მიგ­ვე­ცა. თა­ვის­თა­ვად ხალ­ხის ნდო­ბაც გა­ი­ზარ­და. იცოდ­ნენ, რომ თუ ჩვენს მი­მართ ეჭ­ვი გა­უჩ­ნდე­ბო­დათ, შე­ეძ­ლოთ გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ. სა­ბო­ლო­ოდ კი ყვე­ლას­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. ა­მის შემ­დეგ ჩვე­ნი მე­გობ­რის ბავშვს შე­ექ­მნა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და და­არ­სდა კი­დევ ერ­თი ფონ­დი "და­ვეხ­მა­როთ ლი­კა ზუ­როშ­ვილს". ამ შემ­თხვე­ვა­შიც და­რე­გის­ტრირ­და ნო­მე­რი, გა­კეთ­და ფა­ცე­ბო­ოკ­-ის გვერ­დი და კვლავ სა­სურ­ველ შე­დეგს მი­ვაღ­წი­ეთ.

- რო­დე­საც ყუ­თე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე გა­დი­ო­დით, ხალ­ხის­გან რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობ­დით. პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ გექ­მნე­ბო­დათ?

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და, ხმას ვერ ვი­ღებ­დით, ჩუ­მად ვი­დე­ქით და ხალ­ხიც ვერ გვამ­ჩნევ­და, მე­რე რო­გორც იქ­ნა გა­დავ­ლა­ხეთ ეს უხერ­ხუ­ლო­ბა. ძი­რი­თა­დად ზაფ­ხულ­ში გვი­წევ­და ქუ­ჩა­ში ყუ­თე­ბით გა­მოს­ვლა. ძნე­ლია სიცხ­ე­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეხ­ზე დგო­მა. შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ვინც ქუ­ჩა­ში მოწყ­ა­ლე­ბას ითხ­ოვს. მა­თი უმე­ტე­სო­ბა მო­დი­ო­და, თა­ვის შეგ­რო­ვილ ფულს გვიყ­რი­და ყუთ­ში და გვამ­ხნე­ვებ­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა­ო. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლიც ყუ­რადღ­ე­ბას გვაქ­ცევ­და, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, თქვე­ნი მე­გო­ბა­რი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა­ო. ზო­გი­ერ­თი შე­უ­რაცხ­ყო­ფა­საც გვა­ყე­ნებ­და, ეგო­ნათ, რომ ვიტყ­უ­ე­ბო­დით. ისე­თე­ბიც იყ­ვნენ, მო­ვი­დოდ­ნენ, ფულს ყუთ­ში აგ­დებ­დნენ და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, იცო­დეთ, გა­და­გა­მოწ­მებ­თო. ჩვენც ვაძ­ლევ­დით ჩვენს რეკ­ვი­ზი­ტებს და ვე­უბ­ნე­ბო­დით, სად შე­იძ­ლე­ბო­და გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ, მარ­თლა არ­სე­ბობ­და თუ არა ფონ­დი.

- მას შემ­დეგ, რაც თაღ­ლი­თე­ბი და მოწყ­ა­ლე­ბის მთხოვ­ნე­ლე­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო ყუ­თე­ბით გა­მოჩნ­დნენ, ხომ არ შე­იც­ვა­ლა ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თი ტი­პის საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბი­სად­მი?

- ძნე­ლია ზუს­ტად გან­საზღ­ვრო, ვის მარ­თლა სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა და ვინ იტყ­უ­ე­ბა... სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ან­თა დიდ ნა­წილს უკ­ვე გა­უჩ­ნდა ეჭ­ვი, რაც ხელს უშ­ლის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას. სხვისი პრობ­ლე­მე­ბის სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა არა მარ­ტო ამო­რა­ლუ­რი­ა, სსკ-ის 180-ე მუხ­ლით ასეთ ქმე­დე­ბას თაღ­ლი­თო­ბის დე­ფი­ნი­ცია ეძ­ლე­ვა - "თაღ­ლი­თო­ბა, ე. ი. მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით სხვი­სი ნივ­თის ან ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის მი­ღე­ბა მოტყ­უ­ე­ბით".

- კი მაგ­რამ, რო­გორ უნ­და გა­არ­კვი­ონ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ნამ­დვი­ლად ავადმყოფის და­სახ­მა­რებ­ლად აგ­რო­ვე­ბენ ფულს თუ უბ­რა­ლოდ თაღ­ლი­თე­ბი არი­ან?

- აი, ეგ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა­ა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა მი­თი­თე­ბუ­ლი ნომ­რე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა. რო­გორც წე­სი, სა­ტე­ლე­ფო­ნო კომ­პა­ნი­ებ­ში ზა­რის და­რე­გის­ტრი­რე­ბა გან­ცხა­დე­ბის სა­უ­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ან­გა­რი­შის გა­და­მოწ­მე­ბაც. არ­სე­ბობს მე­წარ­მე­თა და არა­სა­მე­წარ­მეო (ა­რა­კო­მერ­ცი­ულ) იუ­რი­დი­ულ პირ­თა რე­ეს­ტრის ვებ­-გვერ­დი. https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index. და­ეჭ­ვე­ბულ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია სა­რე­გის­ტრა­ციო ნომ­რის ამ ვებ­გვერ­დზე გა­და­მოწ­მე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. თუმცა არ­სე­ბობს კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა: თაღ­ლით­თა ჯგუ­ფის მკაც­რი კონ­ტრო­ლი რომ და­იწყ­ოს, საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბიც გამ­კაც­რდე­ბა და უფ­რო გა­ჭირ­დე­ბა გან­საც­დელ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა. მგო­ნი არ ღირს, პო­ლი­ცი­ას ამ თე­მა­ზე ყუ­რადღ­ე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლე­ბი­ნონ, რად­გან ამით რე­ა­ლურ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც შე­ექ­მნებათ პრობ­ლე­მე­ბი.

მა­რი ონე­ზაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია