ყოფილ პატიმარს პოლიცია სისტემატიურად აკითხავს

ყოფილ პატიმარს პოლიცია სისტემატიურად აკითხავს

სოფელ ფერმაში მცხოვრებ, ყოფილ პატიმარ ნატალია ბადალიანცს პოლიციის თანამშრომლები სისტემატურად აკითხავენ. ამის შესახებ ბადალიანცის დედა, მარიამ ილიაევი საუბრობს. "მუხრანის პოლიციის თანამშრომლები აწუხებენ, მოდიან და კითხულობენ. ჩემმა შვილმა მოუტანა გათავისუფლების გადაწყვეტილებებები, რომ მას არანაირი პირობითი მსჯავრი აქვს. გააფრთხილა კიდეც პოლიციელები, რომ სამუშაოდ ქვეყნის გარეთ მიდიოდა. დრო და დრო სამშობლოში დაბრუნება მოუწევს, ამიტომ შიშის განცდა გვაქვს პოლიციელების მხრიდან ზედმეტი მოკითხვების" გამო - ამბობს მარიამ ილიაევი.

ნატალია ბადალიანცი ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული და ქალთა საპატიმროში 5 წელი გაატარა. ციხიდან კი 2013 წლის თებერვალს ამინისტიის შედეგად გამოვიდა. ამჟამად, დისშვილთან ერთად თურქეთშია სამუშაოდ წასული.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა