ვის გამო დაიკლო თიკა ჯამბურიამ 12 კილო - "უდიდესი კომფორტია, როცა ყველა კომპლიმენტს გეუბნება, თან უფრო თავდაჯერებულიც ვარ"

ვის გამო დაიკლო თიკა ჯამბურიამ 12 კილო - "უდიდესი კომფორტია, როცა ყველა კომპლიმენტს გეუბნება, თან უფრო თავდაჯერებულიც ვარ"

ბოლო დროს მომღერალ თიკა ჯამბურიას შესახებ დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა, თიკამ წონაში საგრძნობლად დაიკლო და ქალაქსაც სალაპარაკო მიეცა. ამბობენ, თიკა შეყვარებულია და ამიტომ გახდაო. თუმცა ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ დიეტაზე არ არის, უბრალოდ, ბევრს მოძრაობს, რადგან ცხოვრების წესი შეიცვალა და სწორად იკვებება. ცოტა ხნის წინ თიკა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის პიარმენეჯერი გახდა, იმავდროულად თეატრალური უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზეა. თიკა თავად გაგვიმხელს, როგორ მოახერხა ასეთ კარგ ფორმაში ჩადგომა.

12 კილოთი ნაკლები...

- უამრავი ხალხი მირეკავს და მეკითხება, როგორ გავხდი. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, ცხოვრების რეჟიმი შემეცვალა, უფრო აქტიური გავხდი, თეატრალურ უნივერსიტეტს ვამთავრებ, ვმუშაობ, ბევრს ვმოძრაობ, თან ზაფხულია, მომინდა კარგ ფორმაში ვყოფილიყავი და კვების რაციონიც შევცვალე. უფრო ჯანსაღ საკვებს ვიღებ, შევზღუდე ცომეული, ცხიმიანი საკვების მიღება, ამ ყველაფერს ნელ-ნელა შევეჩვიე და ისეთი შედეგი გამოიღო, რომ ორ თვეში 12 კილო დავიკელი. რაიმე კონკრეტული დიეტა არ დამიცავს, არადა, მთელი ცხოვრება სხვადასხვა დიეტას ვიცავდი, დავდიოდი დიეტოლოგებთან, მგონი, ყველასთან ვარ ნამყოფი, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე ეფექტური ფეხით სიარული და სწორი კვება აღმოჩნდა.

ცუდი ორსულობის გამო არანორმალურად გავსივდი, არ ვიტყვი, რამდენი კილო მქონდა ზედმეტი, მაგრამ საშინლად ვიყავი მომატებული. ვიტამინებმა და ნემსებმა ძალიან გამასუქა, მაგრამ, საბედნიეროდ, ფორმაში ვდგები. უდიდესი კომფორტია, როცა ყველა კომპლიმენტს გეუბნება და აღნიშნავენ, რომ გახდი, თან უფრო თავდაჯერებულიც ვარ. ისეთი დიდი არასდროს ვყოფილვარ, რომ კუჭის ოპერაციაზე მეფიქრა, თუმცა ამბობენ, თიკამ ოპერაცია გაიკეთა და იმიტომ გახდაო. საბედნიეროდ, ისე არ გავსუქებულვარ, რომ ამაზე მეფიქრა, თუ არ ვცდები, 100-120 კილო უნდა იყო, რომ ქირურგიული ჩარევით მოახდინო წონის კორექცია.

სამოსი

...უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი სამოსის უმეტესობა დიდი მაქვს (იღიმება). ეს ის შემთხვევაა, როცა ტანსაცმელი ფაქტობრივად არ მაქვს, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. ჩემს გარდერობში ყველაფერი დიდი ზომისაა. ყველა შარვალი დიდი მაქვს, მაგრამ ეს მახარებს. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს დიდად ვერ ვატყობ, რომ ძალიან გავხდი, სამოსს და ფოტოებს რომ ვუყურებ, უფრო ვხვდები ცვლილებას. ჯერჯერობით კომპლექსები კიდევ მაქვს, მაინც მგონია, რომ რაღაც არ მიხდება, რაღაც ცუდად მაქვს, მაგრამ კიდევ რომ დავიკლებ 10 კილოს, მერე ჩემთვის სასურველ ფორმაში ვიქნები. მიუხედავად წონისა, მაინც ვახერხებდი იმის ჩაცმას, რაც მომწონდა, ოღონდ ვცდილობდი, ეს გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო. არ მიყვარს, როცა მსუქნებს მოკლე კაბა აცვიათ. დღეს უკვე თავისუფლად ვიცვამ ასეთ ქვედაბოლოს, რადგან მიმაჩნია, რომ მიხდება. გარდერობის მთლიანდ შეცვლა არ დამჭირვებია, რაღაც დეტალები შევცვალე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება