გიორგი მარგველაშვილი - რა მაჩვენებელიც არ უნდა მენახა, ჩემთვის ეს იქნებოდა მოტივაცია, უფრო აქტიური მუშაობისთვის

გიორგი მარგველაშვილი - რა მაჩვენებელიც არ უნდა მენახა, ჩემთვის ეს იქნებოდა მოტივაცია, უფრო აქტიური მუშაობისთვის

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი NDI-ის გამოკითხვების შედეგებს, სადაც მას მხარი 29 პროცენტმა დაუჭირა, საინტერესო მაჩვენებელს უწოდებს. როგორც მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ეს მაჩვენებელი საინტერესოა, ისევე, როგორც სხვა გამოკითხვების შედეგები.

"მე მუდმივად ვეცნობი გამოკითხვებს. ანალოგიურ გამოკითხვებს ატარებს IRI, ტარდება ინტერნეტში, გაზეთებში, "კვირის პალიტრაში" არის ხოლმე გამოკითხვები, ბუნებრივია, ეს ძალიან საინტერესოა. რა მაჩვენებელიც არ უნდა მენახა, ჩემთვის ეს იქნებოდა მოტივაცია, ბევრად უფრო აქტიური მუშაობისთვის და კამპანიის აქტიური დაწყებისათვის. საარჩევნო კამპანია ჯერ დაწყებული არ არის, შესაბამისად, ნებისმიერი მაჩვენებელი სტიმულის მომცემია", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მან "ქართული ოცნების" რეიტინგის კლებაზეც გააკეთა კომენტარი. "წარსულში სულ სხვა გარემო იყო, არ იყო თავისუფალი ველი. ის ხალხი, ვინც იკითხებოდა, იყო სხვა ველი. ძნელია დღეს ამ სტატისტიკაზე დაფუძნებით მსჯელობა. ყველა იმ კომპანიასთან, რომელიც გამოკითხვებს აწარმოებს, მაქვს ხოლმე ჩემი შესწორება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა