კოტე თოლორდავა ფილმში ილია ჭავჭვაძეს განასახიერებს

კოტე თოლორდავა ფილმში ილია ჭავჭვაძეს განასახიერებს

"როდესაც შევიტყვე ილია ჭავჭავაძის როლი რომ უნდა განმესახიერებინა, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვიყავი. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რაც შეიძლება მსახიობს შეხვდეს კარიერის მანძილზე. მე სიხარულს ვერ ვმალავ, ასეთი რამ რომ ჩემთან გადაიკვეთა", - ამბობს კოტე თოლორდავა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მკაცრად არის გასაიდუმლოებული, მსახიობმა დაადასტურა, რომ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღო და ამ უმნიშვნელოვანესი როლისთვის სერიოზულად ემზადება.

- მაპატიეთ, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ჯერჯერობით უფლებას არ მაძლევენ ფილმზე დეტალები გავახმაურო, გარდა იმისა, რომ მართლაც შემომთავაზეს ეს როლი და უყოყმანოდ დავთანხმდი... რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივიც არის, დიდი პასუხისმგებლობაც და მიმაჩნია რომ მსახიობისთვის ასეთი როლის შექმნა შეიძლება ჩაითვალოს საეტაპოდ და მთელი ცხოვრების მანძილზე ერთ-ერთ სერიოზულ ნამუშევრად. ჟარგონულ ენაზე რომ ვთქვათ, "ტუზის დაცემაა". როცა უფლება მექნება, ვრცლად ვისაუბრო, გპირდებით "კვირის პალიტრა" იქნება პირველი, სადაც ყველაფერს ვიტყვი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება