აჩიკო ნიჟარაძემ "სლავიანსკი ბაზარზე" მეორე ადგილი მოიპოვა

აჩიკო ნიჟარაძემ "სლავიანსკი ბაზარზე" მეორე ადგილი მოიპოვა

მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე "სლავიანსკი ბაზარი 2013" მეორე ადგილი მოიპოვა. ამის შესახებ მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იტყობინება.

"მომილოცეთ, მეორე ადგილი ავიღეთ "სლავიანსკი ბაზარზე", - წერს აჩიკო.

მომღერალს გამარჯვებას მარინა ბერიძე და ცნობილი ქართველი მომღერლები ულოცავენ, მათ შორის ნოდიკო ტატიშვილი, თიკა მახალდიანი, ანი ღონღაძე, დათუნა სირბილაძე, ანრი ჯოხაძე, ვლად არამოვი და სხვები.

გამარჯვება პოლონეთის წარმომადგენელმა მიხალ კაჩმარეკმა მოიპოვა. კონკურსში სულ 21 ქვეყანა მონაწილეობდა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, ვალსის ჰანგების თანხლებით, საზაფხულო ამფითეატრში გაიმართა. საზეიმო კონცერტის გახსნის პატივი სწორედ გამარჯვებულებს ხვდათ წილად. კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "სლავიანსკი ბაზარზე" წელს საქართველოს აჩიკო ნიჟარაძე წარადგენს

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს