ატლანტას ზოოპარკში ტყუპი პანდა გაჩნდა

ატლანტას ზოოპარკში ტყუპი პანდა გაჩნდა

აშშ-ის ქალაქ ატლანტას ზოოპარკში ტყუპი პანდები გაჩნდა. გიგანტურმა დედა პანდამ სახელად ლუნ ლუნმა პაწაწინა პანდები გააჩინა.

ამ მოვლენას გავლენიანი ბრიტანული და ამერიკული გამოცემები გამოეხმაურნენ. ეს მოვლენა მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ შეერთებულ შტატებში 1987 წლის შემდეგ ტყუპი პანდები აღარ გაჩენილან. როგორც ზოოპარკის დირექტორი უაით ლოვსონი ამბობს, პანდები თავს კარგად გრძნობენ და არც ფოტოგრაფების გამძაფრებული ინტერესი აშინებთ. 15 წლის პანდა ლუნ ლუნი უკვე რამდენიმე წელია ატლანტაში ცხოვრობს - ის ჩინეთის ზოოპარკიდან ჩაიყვანეს.

"ჩვენს ჩინელ კოლეგებთან ერთად ამ პაწაწინა არსებებზე ვზრუნავთ. ეს ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენს სიხარულს იზიარებენ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე ჩინელი კოლეგები", - განაცხადა ზოოპარკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია socialreader.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს