თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში ქართული ბაზები გააძლიერა

თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში ქართული ბაზები გააძლიერა

ავღანეთში ISAF-ის შემადგენლობაში მოქმედი ქართული სამხედრო კონტინგენტის დისლოცირების ადგილებში საფორტიფიკაციო და საინჟინრო სამუშაოები ჩატარდა, რამაც, წესით, მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს დანაღმული მანქანებით თვითმკვლელთა მოულოდნელი შეტევების ალბათობა.

მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე უსაფრთხოების ზომების გაზრდას წმინდა ტექნიკური თვალსაზრისის გარდა, დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს, რადგან რამდენიმესაათიანი სახიფათო პატრულირების შემდეგ ბაზაში დაბრუნებულ სამხედროებს აუცილებლად სჭირდებათ ძილი თავდასხმის შიშის გარეშე, დასვენება და განტვირთვა.

რა თქმა უნდა, ვერც ერთი საფორტიფიკაციო ნაგებობა ვერ გახდება უსაფრთხოების 100%-იანი გარანტია, მით უმეტეს, რომ თალიბები კიდევ უფრო გააქტიურებას აპირებენ, რაც მორიგ მოულოდნელ და ეშმაკურად დაგეგმილ თავდასხმებში შეიძლება გამოიხატოს.

ეს რომ არ დავუშვათ, ქართული სამხედრო კონტინგენტის მეთაურობას უპირველესად ვითარების მუდმივად გაანალიზება, ოპერატიული ინფორმაციის გათვალისწინება და რაც მთავარია, პირად შემადგენლობაში მკაცრი დისციპლინის დამყარება და შენარჩუნება მოუწევს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე