აკვაპარკში ხანძრის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობა გახდა

აკვაპარკში ხანძრის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობა გახდა

თბილისის აკვაპარკში გაჩენილი ხანძრის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობა გახდა, - ამის შესახებ აკვაპარკის თანამშრომლები აცხადებენ, თუმცა ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზებზე საუბარი მათაც უჭირთ.

ასევე, ჯერ უცნობია ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი და ზუსტად რა ფართობია დამწვარი წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად. როგორც თანამშრომლები ამბობენ, ხანძრის გავრცელება ქარმა გამოიწვია. მათივე თქმით, მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა დროულად მოახერხეს და არ მომხდარა ხანძრის გავრცელება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებზე.

აკვაპარკში რამდენიმე წუთში ექპსერტებს ელოდებიან, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ; დაითვლიან ზარალს და დაადგენენ ზუსტად რა ფართობია დამწვარი.

აკვაპარკში ცეცხლის შედეგად ატრაქციონების მხოლოდ ნაწილია დამწვარი, იქ სადაც ბუნგალოები მდებარეობს და ნაწილი გადარჩენილია. როგორც თანამშრომლები იმედოვნებენ, სავარაუდოდ, აკვაპარკი რამდენიმე დღეში ამუშავდება. თავად ადმინისტრაციის მხრიდან კი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია