ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი უცხ­ო­ელ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზეც არ­სე­ბობს?!

ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი უცხ­ო­ელ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზეც არ­სე­ბობს?!

NDI-მ მო­რი­გი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­საც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, კვლა­ვაც ათას­გვა­რი მით­ქმა-­მოთ­ქმა და კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მოჰ­ყვა, თუმ­ცა ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ პო­ლი­ტი­კურ რე­ი­ტინ­გებს შე­ვა­ფა­სებ­დეთ, შე­სა­ვალ­ში ერთ სა­კითხ­ზე გვსურს თქვე­ნი ყურადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა. რო­გორც გა­ირ­კვა, მა­კოპ­რო­მე­ტი­რე­ბე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის რიცხ­ვი 17 000-ს ას­ცდა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­მის ყო­ვე­ლი მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქე ტყუ­ი­ლად არ ეჭ­ვობ­და, რომ უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, თუ ვინ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა წრის ინ­ტე­რეს­ში რა­ი­მე მი­ზე­ზით ხვდე­ბო­და, იწყ­ე­ბო­და ჯერ მი­სი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნა, მე­რე კი უკ­ვე ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლიც. მოკ­ლედ, "დიდ ძმას" არ ეძი­ნა და ყვე­ლა კუთხ­ე-­კუნ­ჭულ­ში გვა­კონ­ტრო­ლებ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­სი ინ­ტე­რე­სის სა­მიზ­ნე ვი­ყა­ვით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბი, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბიც კი. მოკ­ლედ, მან­ქა­ნა ისე იყო აწყ­ო­ბი­ლი, რომ "სა­კუ­თარ შვი­ლებ­საც" არ ინ­დობ­და. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვად ის­მის კითხ­ვა: უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ უცხ­ო­ელ პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და დიპ­ლო­მა­ტებს და არ­სე­ბობს თუ არა მათ­ზე ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი? თუ ეს ასე­ა, ბევ­რი მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მსგავ­სად ხომ არ იქ­ცა შან­ტა­ჟის მსხვერ­პლად და ზო­გი­ერ­თი ახ­ლაც ასე თავ­გა­მო­დე­ბით რომ იცავს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", ამ მი­ზე­ზით ხომ არ ხდე­ბა? ჩე­მი აზ­რით, ეს ვა­რა­უ­დი სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვლი­ა­ნი­ა. არა მგო­ნი­ა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ­ა­ზე მო­რა­ლუ­რ­ი ბა­რი­ე­რის ან რა­ი­მე სხვა მი­ზე­ზით ეთ­ქვა უა­რი. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი­დევ უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა იმ "პან­დო­რას ყუ­თის" მო­მა­ვა­ლი, რო­მელ­საც ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის არ­ქი­ვი ჰქვი­ა. მიხ­ვდით ალ­ბათ, რომ ეს სა­კითხი NDI-სთან და­კავ­ში­რე­ბით ტყუ­ი­ლად არ გაგ­ვხსე­ნე­ბი­ა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მე­ტი ვა­რა­უ­დის­გან თავს შე­ვი­კა­ვებთ. მაშ ასე, რა ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა NDI-ს ბო­ლო კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რე­ი­ტინ­გებ­ში: კო­ა­ლი­ცია "ქარ­თული ოც­ნე­ბა" და ივა­ნიშ­ვი­ლი კვლა­ვაც ინარ­ჩუ­ნე­ბენ პო­პუ­ლა­რო­ბას. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა გა­მო­კითხ­უ­ლ­თა 69%-ს მოს­წონს. გა­მ­ო­კითხ­ულ­თა 47%-მა კი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ად და­ა­სა­ხე­ლა. პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კვლავ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რად რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ის გა­მო­კითხ­ულ­თა 69 %-ს მოს­წონს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის მო­წო­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 61%-ი­ა. გა­მო­კითხ­უ­ლე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­­დერ და­ვით ბაქ­რა­ძეს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ოპო­ზი­ცი­ურ ლი­დე­რად მი­იჩ­ნე­ვენ. ის რეს­პონ­დენ­ტთა 48%-ს მოს­წონს და გა­მო­კითხ­ვის ამ ნა­წილ­ში ბაქ­რა­ძე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს 3%-ით უს­წრებს. სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია ყვე­ლა­ზე დი­დი კრი­ტი­კა, რად­გან კითხ­ვა­ზე: "ვის ისურ­ვებ­დით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად?" - რეს­პონ­დენ­ტთა 29%-მა უპა­სუ­ხა - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ხო­ლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატს (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის გა­მოვ­ლე­ნი­ლი ჯერ არ არის, თუმ­ცა, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, და­ვით ბაქ­რა­ძე იქ­ნე­ბა) ხმა მის­ცა 10%-მა. თუ გა­მო­კითხ­ულ­თა ყვე­ლა­ზე დიდ პრო­ცენტს პრე­ზი­დენ­ტად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სურს, რო­გორ მოხდა, რომ იმა­ვე უმ­რავ­ლე­სო­ბას უფ­რო მე­ტად მოს­წონს პო­ლი­ტი­კო­სი და­ვით ბაქ­რა­ძე, ვიდ­რე მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი? - ეს კითხ­ვა ყვე­ლა­ზე ხში­რად ის­მო­და ამ შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას. კვლე­ვა­ში მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ლი­დე­რო­ბენ. მათ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მოჰ­ყვე­ბა. არ­ცთუ მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზეა იმ­ჟა­მად ჯერ კი­დევ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­საც "ძა­ლი­ან კარ­გად" 6%, "კარ­გად" - 27%, ხო­ლო "სა­შუ­ა­ლოდ" - 34% აფა­სებს.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა