ზემფირას კონცერტი შესაძლოა ჩაიშალოს?

ზემფირას კონცერტი შესაძლოა ჩაიშალოს?

როგორც დაანონსებული იყო, ცნობილი რუსი მომღერალი - ზემფირა საქართველოში საგასტროლოდ აპირებდა ჩამოსვლას, ეს იდეა ჯერ კიდევ შარშან, აქ გამართული კონცერტის შემდეგ გაუჩნდა. ამის შესახებ კომპანია "ლაივ კონცერტის" გენერალურმა დირექტორმა ლატვიელმა კირილ ხიმიჩევსიმ გვითხრა, როდესაც მისივე ორგანიზებით მცხეთაში ცოტა ხნის წინ ფესტივალი "ოაზისი" ჩატარდა. შარშან კირილი ცნობილი რუსი მომღერლის ტურ-მენეჯერი გახლდათ და ზემფირასთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. ასე რომ, რუსი ვარსკვლავი 22 ივლისს თბილისში (მთაწმინდის პარკი), 24 ივლისს კი ბათუმში (პიაცა) აპირებდა კონცერტს.

მომღერალი ბენდთან ერთად, საქართველოში 12-კაციანი შემადგენლობით უნდა ჩამოსულიყო და ორსაათიანი კონცერტი გაემართა. ის თავისი ახალი ალბომის Жить в твоей голове წარმოდგენას აპირებდა, რომლითაც თებერვლიდან ტურნე დაიწყო და უკვე 23 ქვეყანა მოიარა. ცნობილი იყო ისიც, რომ მაყურებელი კონცერტისთვის ბილეთებს იძენდა, მაგრამ როგორც "ამბები.გე"-ს საკუთარმა წყარომ აცნობა, აღნიშნული კონცერტი, შესაძლოა, ჩაიშალოს. ორგანიზატორები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ხვალ, 18 ივლისს პრესკონფერენციას მართავენ.

ხმის რეჟისორი, გენა მამედოვი, ვის აპარატურასაც ასეთი დონის კონცერტებისას იყენებენ, ამბობს, რომ ზემფირას კონცერტის ხმის რეჟისორი არ იქნება, ვინაიდან ორგანიზატორებთან ხელშეკრულება ამ პროექტთან დაკავშირებით არ გაუფორმებია, თუმცა მათთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჰქონდა.

გენა მამედოვი:

- მაგ კონცერტს ტექნიკურად ვერ გავმართავ, რადგან ორგანიზატორებთან ხელშეკრულება არ გამიფორმებია. თან, ესეც რომ არ იყოს, ცოტა ხნის წინ მცხეთაში გამართულ ფესტვალზე, რომელშიც ჩართული ვიყავი, იმის ჰონორარიც არ მიმიღია და არა მარტო მე.

- კრილ ხიმიჩევსს, ვინც ორგანიზება გაუკეთა "ოაზისის" ფესტივალს არ დაკავშირებიხართ?

- ვურეკავ და ტელეფონი გამორთული აქვს... თუმცა თანხა ჩემთვის არა მას, არამედ ქართულ მხარეს უნდა გადაეხადა.

- ზემფირას კონცერტს რომ დავუბრუნდეთ, ორგანიზატორები ამბობენ, რომ კონცერტი გაიმართება.

- როგორც ვიცი, სპონსორი არ ჰყავთ და არც ფული აქვთ... თუ რაიმე ალტერნატიულ გზას გამოძებნიან, არ ვიცი.

- ალტერნეტიული გზა რა შეიძლება იყოს?

- მაგალითად, ტექნიკურ ჯგუფს უკრაინიდან ან რუსეთიდან თუ ჩამოიყვანენ...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება