"ამ ქალაქმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა" - რამ აღაფრთოვანა დათო არჩვაძე ლას-ვეგასში

"ამ ქალაქმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა" - რამ აღაფრთოვანა დათო არჩვაძე ლას-ვეგასში

მომღერალი და კომპოზიტორი დათო არჩვაძე გამოცდილი მოგზაურია. ბავშვობიდან თავისი ნიჭის წყალობით მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი გასტროლებით. მისთვის მოგზაურობამ განსაკუთრებული ხიბლი შეიძინა მას შემდეგ, რაც დაქორწინდა და მეუღლესთან ერთად მოგზაურობს. დათო ამჟამად ამერიკაშია და მისი ჩაწერა ინტერნეტის საშუალებით მოვახერხეთ.

- პირველ რიგში, მოგესალმებით თქვენ და სრულიად საქართველოს. "ქართული ხმების" კვარტეტს გვქონდა კონცერტები ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში. კონცერტებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. მოვეფერეთ უამრავ ქართველ ემიგრანტს და ძალიან ამაღელვებელი შეხვედრები იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი დღე ჩვენთვის ის გახლდათ, როდესაც ვაშინგტონში კონცერტების ორგანიზატორის გელა საჩალელის და ჩვენი ერთობლივი ინიციატივით მოვინახულეთ ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები. ეს დღე ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება. მათ ჩავუტანეთ საჩუქრად ლილიკო ნემსაძის ახალი სიმღერა, რომელსაც ანსამბლი "ქართული ხმები" ვასრულებთ.

- რამდენადაც ვიცი, ამერი­კ­აში პირველად არ ხარ. როცა პირველ ჯერზე ჩახვედი, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე?

- ეს მეოთხე გასტროლია ამ მართლა საოცარ ქვეყანაში. პირველი გასტროლი 1991 წელს თემურ ქევხიშვილის ანსამბლ "დარიალთან" ერთად იყო. მოგეხსენებათ, ბავშვობის შთაბეჭდილება საერთოდ სხვა რამეა, მით უმეტეს, ასეთ ქვეყანაში და ყველაფერი სასწაულად გამახსოვრდება. ვცხოვრობდით ოჯახებში, ჯორჯიის შტატში და ნიუ-იორკში გვქონდა მაშინაც კონცერტი. საქართველოდან საკმაოდ დიდი დელეგაცია იყო, ბატონი გელა ჩარკვიანი, გივი სიხარულიძის ანსამბლი. ატლანტაში ბატონი ნუგზარ რუხაძე დაგვხვდა და მახსოვს ამერიკელების განსაკუთრებული ემოცია, როდესაც ვასრულებდით სიმღერას "ამერიკა".

შემდეგი, მეორე გასტროლი ამერიკაში უკვე მაშინდელი ანსამბლ "უნივერსიტეტს" გვქონდა ქალაქ ნიუ-პორტში, კლასიკური მუსიკის ფესტივალზე, სადაც მსახიობ ჯონ მალკოვიჩის ბიძაშვილმა, მარკ მალკოვიჩმა მიგვიწვია. ის საქართველოში იმყოფებოდა, მოგვისმინა და ჩვენი მიწვევა გადაწყვიტა. ეს 2003 წელს იყო. ზემოხსენებული ფესტივალი ჩვენი სოლოკონცერტით გაიხსნა. ამ წელს, როგორც გავიგეთ, გამონაკლისი დაუშვიათ ჩვენი მონაწილეობით. ამ ფესტივალის ისტორიას მსგავსი რამ არ ახსოვდა. მარკ მალკოვიჩი ქართული ფოლკლორით ძალიან მოიხიბლა და ამიტომაც გადაწყვიტა გამონაკლისის დაშვება.

ამერიკული ვოიაჟების კულმინაცია ჩემთვის წლევანდელი გაზაფხულის პირველი დღეები გახლდათ, როცა ჩემს უსაყვარლეს მეუღლესთან, ეთუნასთან ერთად გახლდით ქალაქ ლას-ვეგასში, სტუმრად ჩემს უფროს მეგობართან, ალექს დავითიანთან. ამ ქალაქმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირველ მარტს დავესწარით ჩემი საყვარელი ჯგუფის "ბოიზ თუ მენის" კონცერტს, სადაც ძალიან მაგარი ფაქტი მოხდა. 10-წლიანი პაუზის შემდეგ მათთან ერთად სცენას დაუბრუნდა ჯგუფის მეოთხე წევრი, ყველაზე მაგარი ბანი (იღიმის) და ძალიან ამაღელვებელი კონცერტის მომსწრენი გავხდით. ასევე მოვიარეთ კალიფორნია, სადაც ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ მოგვატარა ჰოლივუდი, ბევერლი ჰილზი და სანტა-მონიკა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია