საქართველოს ენერგეტიკის სქეტორის განვითარებაში ინდური კომპანია "ტატა ჯგუფი" ერთვება

  საქართველოს ენერგეტიკის სქეტორის განვითარებაში ინდური კომპანია "ტატა ჯგუფი" ერთვება

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში ინდური კომპანია "ტატა ჯგუფი" ერთვება. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, გაიმართა მოლაპარაკებები "ტატა ჯგუფის" წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. მინისტრის ინფორმაციით, ისინი კომპანია "ქლინ ენერჯისთან" თანამშრომლობით გეგმავენ 600-700 მილიონის ინვესტირებას აჭარის წყლებზე 400 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში.

კახი კალაძის თქმით, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროში უკვე წარდგენილია და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მშენებლობა დაუყოვლებლივ დაიწყება.

"ამ პროექტის განხორციელება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კახი კალაძემ.

"ყველაზე მეტი ინტერესი ინვესტორების მხრიდან არის ენერგეტიკის სფეროს მისამართით და ინვესტიციების უდიდესი წილი სწორედ ამ მიმართულებით მოდის", - განაცხადა კალაძემ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ