საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სალარო აპარატების გამოყენება მოუწევთ

საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სალარო აპარატების გამოყენება მოუწევთ

საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სალარო აპარატების გამოყენება მოუწევთ. ახალი რეგულაციით, მეწარმეები, რომლებსაც 15-ზე მეტ ადგილიანი სასტუმროები აქვთ, სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. ფინანსთა სამინისტროს განცახადებით,  კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმა იქნება ამოქმედებული იმისათვის, რათა არ მოიშალოს ქვეყანაში ფინანსური წესრიგი.

მეწარმე სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში 500 ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო მოქმედი კანონის შესაბამისად, მეწარმე იღებს პირველ გაფრთხილებას და შემდეგ 200 ლარით ჯარიმდება.

არსებული ინფორმაციით, ქობულეთში აღამაშენებლის ქუჩაზე, საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელები სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, დავით ბალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად სამართლიანია იმ საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელების დაჯარიმება, რომლებსაც რეგისტრაცია არ გაუვლიათ ან სალარო აპარატს არ იყენებენ.

"შემოსავლების სამსახურს რიგი ღონისძიებები ჰქონდა. ორი კვირის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ გამოეყენებინათ სალარო აპარატი და დამდგარიყვნენ აღრიცხვაზე. თუ გაფრთხილებას არ დაემორჩილებიან, შემოსავლების სამსახური გააგრძელებს თავისი ფუნქციების შესრულებას", - აღნიშნა დავით ბალაძემ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ