ასლან აბაშიძის ვაჟი საქართველოში ჩამოდის?

ასლან აბაშიძის ვაჟი საქართველოში ჩამოდის?

ბათუმში ხმები გავრცელდა, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე "ბათუმობის" ღონისძიებაზეა მოწვეულიო. წელს ბათუმს თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135 წლისთავი უსრულდება. თარიღთან დაკავშირებით "ბათუმი და ბათუმელების" საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა, რომელიც ღონისძიების დაგეგმვასა და ჩატარებაზე მუშაობს.

როგორც "ამბები.გე"-ს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნოდარ დუმბაძემ განუცხადა, კომიტეტის ერთ-ერთი წევრის მიერ წარმოდგენილ სიაში ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე ფიგურირებს და უფრო მეტიც, წელს "ბათუმობაზე" ასლან აბაშიძის მოწვევასაც ფიქრობენ.

"ბათუმობის" დღესასწაული ყოველ წელს 31 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმართება. ღონისძიებაზე იწვევენ საზოგადო მოღვაწეებს, სპორტის და კულტურის წარმომადგენლებს, ყოფილ თანამდებობის პირებს, მეწარმეებს, უცხოეთში მცხოვრებ ცნობილ ბათუმელებს, დამეგობრებული ქალაქების მერებს.

"ამბები.გე"-მ ბათუმის საკრებულოში სცადა გაერკვია, მოწვეულია თუ არა გიორგი აბაშიძე "ბათუმობის" ღონისძიებაზე. როგორც საკრებულოს პრესსამსახურში ამბობენ, "ბათუმობაზე" მოსაწვევი სტუმრების დაზუსტებული სია ჯერ არ არსებობს:

"საორგანიზაციო კომიტეტის 24 კაციან ჯგუფს ღონისძიების დასაგეგმად კიდევ ერთი თვე აქვს. ერთი თვის შუალედში განისაზღვრება მოსაწვევი სტუმრების სია და სხვა საორგანიზაციო საკითხები", - აღნიშნეს პრესსამსახურში.

იმ სიაში, რომელსაც "ამბები.გე" გთავაზობთ, გიორგი აბაშიძე "პირველი რანგის სტუმარია". საინტერესოა, ჩამოსვლის შემთხვევაში, როგორ შეხვდებიან აბაშიძეებს ბათუმელები. ეწვევიან თუ არა გიორგი და ასლან აბაშიძეები ბათუმს, 31 აგვისტოს შემდეგ გახდება ცნობილი.

ბათუმობის ღონისძიებისთვის ქალაქის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 260 000 ლარია გამოყოფილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა