ჭერემი - "პირველყოფილ ეპოქაში" დარჩენილი ისტორიული სოფელი

ჭერემი - "პირველყოფილ ეპოქაში" დარჩენილი ისტორიული სოფელი

გურჯაანის რაიონის მაღალმთიან, ისტორიული სოფელ ჭერემში უამრავი პრობლემაა. სოფელი ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების გარეშეა დარჩენილი და 16 წელია, რაც აქაურებს ელექტრონათურა აღარ აუნთიათ. ისინი ახალ ამბებს მხოლოდ რადიოთი თუ ისმენენ. ჭერემელებისთვის ელექტრენერგიის მიწოდება უკვე აუხდენელ ოცნებად იქცა და სჯეროდათ, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" სწორედ ამ ოცნებას აუხდენდათ, მაგრამ ამჯერადაც იმედგაცრუებული არიან.

ჭერემში ელექტროენერგიის გარდა, გზის პრობლემაც აწუხებთ. სოფლის დღევანდელი გზა წინა საუკუნეებისაგან დიდად არ განსხვავდება. ჭერმელებმა სოფლამდე მისასვლელად 18 -კილომეტრიანი დანგრეული გზა ფეხით უნდა გაიარონ. მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის წინ "უაზის" ტიპის მინიავტობუსი აჩუქეს, სოფელმა სულ სამჯერ ისარგებლეს ამ ტრანსპორტით. ადგილობრივები მხოლოდ სასოფლო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტრაქტორებით გადაადგილდებიან. ისტორიულ სოფელში მაღაზია, სკოლა და საავადმყოფოც აღარ ფუნქციონირებს.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა