ახალგაზრდა სამანტა ჯონსს ლინდსი გორტი განასახიერებს

ახალგაზრდა სამანტა ჯონსს ლინდსი გორტი განასახიერებს

რამდენიმე თვის წინ "ქერის დღიურების" შემქმნელებმა განაცხადეს, რომ სერიალის მეორე სეზონში სამანტა ჯონსის პერსონაჟი გამოჩნდებოდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ "სექსი დიდ ქალაქშის" ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ პერსონაჟს, მსახობი ლინდსი გორტი განასახიერებს.

სამანტა ჯონსი, რომლის როლს ადრე კიმ კეტროლი ასრულებდა, "ქერის დღიურებში" ოქტომბერში გამოჩნდება. თაყვანისმცემლები მოუთმელნად ელიან ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გადაიკვეთა პირველად ქერი ბრედშოუს და სამანტას გზები, რომლებიც მომავალში განუყრელ მეგობრებად იქცნენ.

"ახალ სეზონში ახალგაზრდა ქერი ბრედშოუ (ანა სოფია რობი), თავის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარს - ვნებიან და განუმეორებელ სამანტა ჯონსს ხვდება, რომელიც 1980-იან წლებში ნიუ-იორკის როკ-ენ-როლის ვარსკვლავი იყო", - აცხადებენ სერიალის შემქმნელები.

ახალ სეზონში თაყვანისმცემლები ქერი ბრედშოუს კიდევ ერთი მეგობრის, სტენფორდ ბლეტჩის ხილვასაც შეძლებენ.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება