ბათუმის ბულვარში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

ბათუმის ბულვარში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

ბათუმის ბულვარში დღეს 16 წლის გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ბათუმიდან იტყობინება, გოგონა წუხელ ღამით სახლში არ მისულა, რის გამოც ოჯახის წევრები მას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. დღეს დილით კი, ბათუმის ბულვარში გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს.

ბათუმის ბულვარში აღმოჩენილი 16 წლის გოგონას მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია გოგონას ჩანთა და ბლოკნოტი, დაკარგულია ველოსიპედი და მობილური ტელეფონი iphone 5.

როგორც ოჯახის ახლობელმა ლია მგელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ცხედარს ზურგზე დიდი ქვა ედო. მისივე თქმით, გოგონას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

"ჩემი შვილის კლასელი იყო. მთელი ღამის განმავლობაში ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ გოგონას. ის თავის კლასელებთან ერთად ამ ადგილზე ხშირად მოდიოდა, ველოსიპედით სეირნობდა. ბოლოს აქ გამოვიარეთ და ვნახეთ ეს საზარელი შემთხვევა", - განაცხადა ლია მგელაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ