პენელოპა კრუსს მეორე შვილი შეეძინა

პენელოპა კრუსს მეორე შვილი შეეძინა

ჰოლივუდის მსახიობს პენელოპა კრუსს მეორე შვილი შეეძინა. მსახიობმა მადრიდში მდებარე პრესტიჟულ სამშობიაროში Ruber Internacional იმშობიარა. როგორც ვარსკვლავის წარმომადგენელი ამბობს, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

პენელოპასა და მის მეუღლეს, მსახიობ ხავიერ ბარდემს 2 წლის ვაჟი, ლეონარდო ჰყავთ. კრუსი და ბარდემი 2007 წელს დაქორწინდნენ. პენელოპა თითქმის ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ ბევრი შვილის გაჩენა სურს და მაქსიმალურად ცდილობს, პირადი ცხოვრება პაპარაცებსა და ყვითელი პრესას დაუმალოს.

მომზადებულია hellomagazine.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება