ოჯახის წევრები დარდობენ, რომ გვინეტ პელტროუ "ღორივით ჭამს"

ოჯახის წევრები დარდობენ, რომ გვინეტ პელტროუ "ღორივით ჭამს"

ჰოლივუდის მსახიობი გვინეტ პელტროუ ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებით იკვებება და მისი ყოველდღიური რაციონი ბოსტნეულის, თევზისა და ხილისგან შედგება. მან წიგნიც კი დაწერა და ქალებს წონაში დაკლების მარტივი წესები ასწავლა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ პელტროუ გემრიელი და მსუყე კერძების მოყვარულია. 

"გვინეტ პელტროუ პიკნიკზე ოჯახთან ერთად ნამდვილი ღორივით ჭამს", - ასე დაასათაურა ვებსაიტმა showbizspy.com-მა სტატია სანდო წყაროზე დაყრდნობით. როგორც გამოცემა New York Post წერს, ნიუ-იორკში მდებარე დაწესებულება Clam Bar-ში გვინეტს დიეტა აღარ გახსენებია და მაგიდა შემწვარ-მოხრაკული კალორიული და არაჯანსაღი პროდუქტებით აავსო. გვინეტი ბარში ოჯახის წევრებთან, მეუღლე კრის მარტინთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სადილზე პელტროუს დიეტური კერძების ნაცვლად მოლუსკები, კრევეტები, ქათამი და სხვა გემრიელი კერძები მიურთმევია.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება