რონალდო გასუქდა და თავს აღარ უვლის

რონალდო გასუქდა და თავს აღარ უვლის

ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ წონაში ისევ მოიმატა და საკუთარ გარეგნობაზე დიდად აღარ ზრუნავს.

პაპარაცებმა ფეხბურთელს ფოტოები იბიცაზე გადაუღეს. რონალდო პრესტიჟულ კურორტზე საყვარელთან, პაულა მორაისთან და ქალიშვილთან ერთად ისვენებს. რონალდოსგან განსხვავებით შესანიშნავ ფორმაშია მისი საყვარელი. წყვილს ფოტოგრაფებისთვის არ ეცალათ, ისინი პატარა გოგონას მოვლით იყვნენ დაკავებულები, რომელიც გამუდმებით წყლისკენ იწევდა. ფეხბურთელი მზრუნველი მამიკოა - როგორც პაპარაცები ამბობენ, გამუდმებით ამოწმებდა, ესვა თუ არა ბავშვს მზის სხივებისგან დამცავი ლოსიონი.

ფეხბურთის სპეციალისტებმა და გულშემატკივრებმა რონალდო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მას ორჯერ აქვს მიღებული ოქროს ბურთი - 1997 და 2002 წლებში. რონალდოს სამჯერ აქვს მოგებული ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება