რა ხდება "იურმალის" კულისებში

რა ხდება "იურმალის" კულისებში

"ახალი ტალღის" პირველ საკონკურსო დღეს სალომე ქათამაძის საგულშემატკივროდ, არაერთი ქართველია ლატვიის ქალაქ იურმალაში ჩასული. მათ დარბაზში ქართული დროშების ფრიალითაც მიიქციეს საზოგადოების ყურადღება.

რამდენიმე მათგანს ინტერნეტის საშუალებით შევეხმიანეთ. როგორც მათგან შევიტყვეთ, საქართველოდან იურმალაში დაახლოებით 50-მდე ქართველია ჩასული და სალომეს გამხნევებას ცდილობს. მათი თქმით, სალომეს ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, დარბაზსა და კულისებში დიდი ემოცია და აზრთა ურთიერთგაზიარება იყო. ჟიურის წევრები სალომესა და მისი ნამღერის მიმართ აღფრთოვანებას ერთხმად გამოხატავდნენ, აღიარებენ, რომ ძლიერი კონკურსატია, თუმცა კუბელი მომღერალიც ძალიან მოსწონთ...

ეკრანზეც ჩანდა და იურმალაში მყოფმა ქართველებმაც დაგვიდასტურეს, რომ სალომეს გამხნევებას რუსა მორჩილაძესთან (ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალური ხელმძღვანელი) ერთად, მომღერალი ნინა წკრიალაშვილიც ცდილობდა, მას საქართველოს დროშა ეჭირა და სალომეს ბრავოს შეძახილებით ამკობდა...

ხოლო ის ქართველი მამკაცი კი, რომელმაც კონკურსის რეჟისორისა და წამყვანების ყურადღება საგანგებოდ მიიქცა, (მან ქართული დროშა დარბაზში ამაყად გაშალა!) აფხაზეთიდან დევნილი, გვარად პაჭკორია ყოფილა.

ლალი ფაცია

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება