თბილისის ბაღების ისტორია

თბილისის ბაღების ისტორია

1.ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი

თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კურ ბაღს 375 წლის ის­ტო­რია აქვს. აღა-­მაჰ­მად-ხა­ნის შე­მო­სე­ვის დროს, 1795 წელს, ბა­ღი თით­ქმის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლა. 1856 წელს კავ­კა­სი­ის მე­ფის­ნაც­ვალ ბა­რი­ა­ტინ­სკის ბრძა­ნე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­თა და­სას­ვე­ნე­ბელ და სა­სე­ირ­ნო ბა­ღად გა­და­აქ­ცი­ეს. ტე­რი­ტო­რი­ას ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის სტა­ტუ­სი 1860 წელს, რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კოს კარლ ბე­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით და­უბ­რუნ­და.

2. ვა­კის პარ­კი

ვა­კის პარ­კის გა­შე­ნე­ბა დიდ სა­მა­მუ­ლო ომ­ში საბ­ჭო­თა ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად 1945 წელს და­უწყ­ი­ათ. Pპარ­კი ქუ­ჩუ დგე­ბუ­ა­ძი­სა და ნე­ლი ცი­ციშ­ვი­ლის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით გა­შენ­და 226 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე.

3. მუშ­ტა­ე­დის ბა­ღი

მუშ­ტა­ე­დის ბა­ღი ერ­თ-ერთი უძ­ვე­ლე­სია თბი­ლი­სის პარ­კებს შო­რის­.Mმი­სი შექ­მნის ის­ტო­რია 1828 წელს უკავ­შირ­დე­ბა. თბი­ლის­ში ჩრდი­ლო ირა­ნი­დან მრა­ვალ­რიცხ­ო­ვან ოჯახ­თან ერ­თად ში­ი­ტუ­რი სექ­ტის გა­მო­ჩე­ნი­ლი მოღ­ვა­წე მირ­-ფე­თეხ­-ა­ღა-­სე­იდ­-მუშ­ტე­ი­დი გად­მო­სახ­ლდა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­ფა­სუ­რად, რაც მან კავ­კა­სი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­უ­წი­ა, მუშ­ტა­იდს რე­ზი­დენ­ცი­ის მო­საწყ­ო­ბად თით­ქმის ხუთ ჰექ­ტარ­ზე მე­ტი მი­წის ნაკ­ვე­თი გა­დას­ცეს, სა­დაც მან დი­დე­ბუ­ლი ბა­ღი გა­ა­შე­ნა.

4. 9 აპ­რი­ლის ბა­ღი

ყო­ფი­ლი ალექ­სან­დრეს ბა­ღი, გერ­მა­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის ოტო სი­მონ­სო­ნის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­სე­ირ­ნოდ გა­შენ­და. ბაღს 36.000 კვმ ფარ­თო­ბი ეკა­ვა. ფერ­დობ­ზე გაშ­ლი­ლი ბა­ღი 1863 წელს გა­იხ­სნა და მას რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრე მე­ო­რის პა­ტივ­სა­ცე­მად "ა­ლექ­სან­დრეს ბა­ღი" უწო­დეს.

5. ვე­რის ბა­ღი

"მე-18 სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბის­თვის ვერის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა, ისე­ვე რო­გორც ვე­რეს მი­წე­ბის სხვა ნაკ­ვე­თე­ბი, და­ნი­ბე­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა იყო. 1898 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეგ­ზარ­ქოს ფლა­ბი­ა­ნე გო­რო­დეც­კის ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბი­სათ­ვის ამ ად­გილ­ზე ბა­ღის გა­შე­ნე­ბის ნე­ბა და­ურ­თავ­ს, მაგ­რამ გამ­გე­ო­ბას ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან გა­უშ­ვი­ა. ე.წ. ვე­რეს სა­საფ­ლაო 1930 წელს გა­უქ­მე­ბუ­ლა და პარ­კი გა­უ­შე­ნე­ბი­ათ.

6. "მზი­უ­რი"

"მზი­უ­რის" გა­შე­ნე­ბის იდეა მწე­რალ ნო­დარ დუმ­ბა­ძეს ეკუთ­ვნის. სა­ბავ­შო ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბა მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში 1981 წელს და­იწყ­ო. "მზი­უ­რის" სიგ­რძე პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით 15 კმ იყო.

7. "ვარ­დე­ბის ბა­ღი"

ყო­ფი­ლი გორ­კის ბა­ღი, ახ­ლა უკ­ვე "ვარ­დე­ბის ბა­ღი", და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ბაღს რე­კონ­სტრუქ­ცია 2011 წელს ჩა­უ­ტარ­და. ბაღს ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა:­ ი­ლი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა 10 წლის ასაკ­ში ცეკ­ვით და­იწყო ოჯა­ხის რჩე­ნა. გორ­კის ბაღ­ში მდება­რე რეს­ტო­რან­ში ის ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ილე­თებს ას­რუ­ლებ­და. Gაპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი არ აკ­ლდა პა­ტა­რა ილი­კოს.

8. დე­დაენის ბა­ღი

დე­დაენის ბა­ღი მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი. ბა­ღის გა­შე­ნე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ გა­და­უწყ­ვე­ტი­ათ. ბა­ღი დე­მონ­სტრან­ტე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლი იყო. 1977 წელს, ახა­ლი საბ­ჭო­თა კონ­სტი­ტუ­ციის მი­ღე­ბის შემ­დეგ, უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გეგ­მის თა­ნახ­მად, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ენად არ იყო გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი. Aა­მის გა­მო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. 1978 წლის 14 აპ­რილს დე­და ენის ბაღ­ში, ენის სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მოთხ­ოვ­ნით, დი­დი მი­ტინ­გი გა­ი­მარ­თა. ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ენად დარ­ჩა.

9. დენ­დრო­პარ­კი

თბი­ლი­სის დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი 1956 წელს და­არ­სდა. პარ­კის გა­შე­ნე­ბის იდეა იო­სებ ჩოდ­რიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. მას სურ­და, ამ ად­გილ­ზე მეტყ­ე­ვე­ებს ცოცხ­ა­ლი ძეგ­ლი შე­ექ­მნათ. იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მას ცე­კას მდი­ვა­ნი ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძე და­ეხ­მა­რა. ად­გი­ლი, სა­დაც დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი და­არ­სდა, ცხვრის სად­გო­მი ყო­ფი­ლა. თავ­და­პი­რვე­ლად პარ­კი 250 ჰექ­ტა­რი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 50 ჰექ­ტა­რი შე­უ­ერ­თეს.

10. დიღ­მის ტყე-­პარ­კი

დიღ­მის ტყე-­პარ­კი ახ­მე­ტე­ლი­სა და ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩებს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. ტე­რი­ტო­რია 1934 წელს 75 ჰექ­ტარს შე­ა­დ­გენ­და. აქ თბი­ლი­სის სა­ბა­ზი­სო სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბა იყო. ტყე-­პარ­კში მრავ­ლა­დაა წი­თელ წიგ­ნში შე­ტა­ნი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი და შე­მო­ტა­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი მერ­ქნი­ა­ნი სა­ხე­ო­ბე­ბი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მა­რი მგე­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია